Friday, January 4, 2013

ტრადიცია


ქართული ტრადიცია
საქართველო უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ, რწმენასთან ერთად ტრეადიციულობამაც გადაგვარჩინა გარკვეულწილად.
ქართული ტრადიციების შესახებ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ალბათ, ძალიან ბევრს ისმენს. ეს ტრადიციები იმაზე სწრაპად იცვლება, ვიდრე ხალხს გონია.ბევრი"ტრადიცია" ბოლო ხანებში გაჩნდა.ამის მიუხედავად, საქართველოს ახასიათებს გარკვეული კულტურული ნიშნები, რომელსაც ყველა აქ მცხოვრები ცნობს, მაგალითად, სტიმართმოყვარეობა, მეგობრობისა და ოჯახისადმი ერთგულობა.
სუფრა ქართული ყოფითი და შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია:ღვინო,პური(ზოგადად, საკვების მნიშვნელობით),სადღეგრძელო და სიმღერა.ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას
თითოეული რეგიონისთვის ქარეთულკი სუფრის ტრადიცია განსხვავებულია.(გურულების სურა, კახური სუფრა,,იმერული სუფრა და ა.შ)
სუფრის ტრადიციასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მეღვინეობის ტრადიცია ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების(კახური,ქართლის,იმერული,რაჭა-ლეჩხუმის,აფხაზური და სხვა),ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები:თიხის ქვევრები,ოქროს,ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები.
საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბლომად სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ რანგი მოგზაური შარდენი მე-17  საუკუნეში ქართველებზე წერდა:
"არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში"
ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესწბი, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გაჩნია და იცავს მათ.
ტრადიციის არსი, მისი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ
დროს მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღრმად იდგამს პესვებს და მერე მისი მოსპობა, თიოთქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ტრადიციების გადაფასებას ხოლმე საზოგადოების ცვლილებასთან ერტად, თუმცა ის რაც ღირებულია და დროს უძლებს რჩება, ხოლო რასაც ყავლი გასდის და დრო მოჭმული დება, გადის მოხმარებიდან.უძველესი დროიდან, ტრადიციები ჩნდება და არავის უფიქრია რატომ ან როგორ.??
ტრადიციათა უმრავლესობა დროში გამოცდილი და მისადაგებულია არსებულ ყოფასთან. გარემო ფაქტორების ზემოქმედების გარეშე არც ყალიბდება და არც ქრება. ნებისმიერ ქვეყანას, გააჩნია საკუთარი ტრადიციები და ღირებულებები, რომლებიც მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს. ხდება მათი გაუფასურება და უარეს შემთხვევაში მათი გაქრობაც კი, რაც ადამიანებში სრულ ქაოსს იწვევს. დღესრეობით საზოგადოება რამდენიმე ფენად იყოფა. ახალგაზრდა თაობა უარყობს ხოლმე ტრადიციების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს. საქართველოს კულტურა, უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებით გამოირჩეოდა, რითაც ქართველები თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ. 
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენ ტრადიციებს, ძალიან ჩახლართული ამბავია, გამომდინარე იქედან რომ ამ მცირე კვადრატულ კილომეტრზე სხვადასხვა (მაგრამ ერთმანეთის მასგავსი) კულტურები და ტრადიციები არსებობს.

აგრეთვე ქართულ ტრადიციებს, სამწუხაროდ უმეტესი მათგანი მოძველებულია. 
თუმცა ტრადიციებს რაღაც ღირებულებაც გააჩნია. მაგალითად უძველესი დროიდან მოყოლებული ტრადიცია, რომელსაც სტუმარ-მოყვარეობისას ვეძახით, ძველად სულ სხვანაირ ხასიათს ატარებდა, ახლა კი დროსთან ერთად, მისი ფუნქციაც შეიცვალა. ირკვევა, რომ ამ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. მაგრამ რა ხდება დღეს? დღეს, ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია. ეს ტრადიციის ცვლილებას იწვევს და სამწუხაროდ მალე ეს იმდენად გაიდგამს ფესვებს თანამედროვეობაში, რომ ძველი და რეალური შეიძლება დავიწყებასაც კი მიეცეს.
ტრადიციებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დღეს უცხო აღარ არის. როგორც ჩანს, ის რითაც ქართველები თავს ვიწონებდით მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქართველთა უმთავრესი ღირებულებები დროდადრო უფერულდება.
არავინ უარყოფს იმას, რომ სიახლეებს ფეხი არ უნდა ავუწყოთ და ერთ დონეზე დავრჩეთ, თუმცა, ევროპული სტანდარტების გათვალისწინება ისე უნდა შევძლოთ რომ ჩვენი "საკუთარი" არ დავკარგოთ, რადგან ხშირად უცხო ქვეყნიდან გადმოტანილ ტრადიციას სჯობს ისევ პირვანდელი სახე შევინარჩუნოთ და მის განმტკიცებას შევუწყოთ ხელი. მის შენარჩუნებაში კი უმთავრესი წვლილი ჯერ კიდევ ძველ თაობას შეაქვს, რომელსაც ტრადიციების და მათ შორის სტუმართმასპინძლობის არსი კარგად აქვს გაცნობიერებული.
ჰაიდეგერს აქვს ნათქვამი - "ტრადიცია ხშირად ფარავს იმას, რისი გადმოცემაც სურს" ანუ როცა ტრადიციას მსჯელობის გარეშე იღებ და არ აცნობიერებ, არ შლი, რას ნიშნავს ის, გარკვეულწილად ცნობიერება იკეტება და შესაძლებელია ასეთი ტრადიცია აღმოჩნდეს საკმაოდ მძიმე ტვირთი. არსებობს ასეთი ცნება- ტრადიციის დესტრუქცია, რომელიც იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დავანგრიოთ, გადავაგდოთ, მოვსპოთ რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ გადავწმინდოთ ეს ტრადიცია იმისათვის, რომ დავინახოთ, რა იმალება საფუძველში. ამის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ერად ჩამოყალიბება. ერად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რასაც ამბობდა ილია - ჩვენი არჩევანით ვქმნით არა მარტო მომავალს, არამედ ვირჩევთ წარსულსაც. წარსულიდან რაღაცის გაუცნობიერებლად აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც არჩევანს კი არ აკეთებს, არამედ რაღაცას იღებს არჩევანის გარეშე.

1.ქორწილი-უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღვნიშნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში ქართველებს კი როგორც ერთ-ართ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.




ქართული საქორწილო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებს:დაკლევა-გარიგება;დაწინდვა-ნიშნობა;საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში. სამგლოვიარო ცერემონიალზე. ყანის მკისა და პურის ლეწვისას.წყარო წყლის მოტანისას.ეს ქალ ვაჟტა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ.ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანმკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს, მაჟანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთს ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქარტველოსი იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც.გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვიაჯოხიისარიდამბაჩახანჯალიყვავილივაშლიქუდი და სხვამასთანრადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისადენერგიას მოითხოვდასაპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.

ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყოეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმადგვარისოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტიკერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლოქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაცცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდაკერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებასრომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმაამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილისაქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.



ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არა თუ შეიცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.

საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მაყრული. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაცთამაშდებოდა პატარძლის დამალვავაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნაშემდეგ გამოსყიდვასიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევანეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდავაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთიახის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსადრაც აყვავებას გულისხმობდასასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეშიმრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.

მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლიის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახსშემდეგ კი ვაჟის სახლში მიდისმახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს.დამხვდურები კი მას ტკბილეულით იმასპინძლდებიან.ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს...
იუმორი,სიცილი, სიმღერა,ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ.ქართული დალოცვა-სადღეგრძელოების მთავარი თემაა   ნეფე-პატარძალი. მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, გამრავლებასა და ბედნიერებას უსურვებენ.

ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.


2.ასპარეზობა-ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო საკუთრივ ცხენოსნობა (დგენა,დოღი,მარულა, ცხენნი, ჯირითი, თარჩია), ბურთაობა (ჩოგანბურთი,გადრი,რადი), საგანთსროლა(ყაბახი, აშფაშაგი),ჩალისობა და სხვა შეჯიბრი, რაც ცხენთან, ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული.ასპარეზობა ნადირობასთან ერთად ფიზიკურ აღზრდის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა.თანამედროვე გაგებით ასპარეზობა ყოველგვარი სპორტის შეჯიბრება..........





3.ლომისობა- (აღდგომის მე-7 კვირა)-ლომისას დღესასწაულს წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები. ლომისობა აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლ მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია-აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას




4.ასკინკილა. -(აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში - "კინკილაობა", "სალაობა", "ლიპარიტი", სვანეთში - "კირინკაჩხვ", ან "ჭირინჭვა"), საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან ("ბოსტნიდან") მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე "ჩაჭრილია". მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე "ჩაუჭრელად" გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც - დამარცხებულის "დასჯისას". 




5.ბერიკაობა-ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან ბერ“ (შვილი).
ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).
დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო




6.თარჩია, ძველებური ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშობენ მოედანზე ან მინდორზე. წინასწარ განსაზღვრავენ თამაშისათვის განკუთვნილ დროს. ჯერ თამაშში მონაწილეობის მსურველებს იწვევენ, შემდეგ თამაშის 4-ვე მონაწილე შეჯიბრებაზე დამსწრე ქალიშვილთაგან აირჩევს მსაჯს. მსაჯი თავის მხრივ ერთ-ერთ მონაწილეს მკლავზე ან საყელოზე დაუმაგრებს ფერად მანდილს (ამ მოთამაშესაც თარჩია ჰქვია). შემდეგ მოთამაშეები დასცილდებიან მსაჯს 100  და მსაჯის ნიშანზე თამაში იწყება. თამაშის მიზანია დაეწიონ თარჩიას, რომელიც ყოველნაირად ცდილობს თავი დააღწიოს მდევრებს და მანდილი მსაჯს დაუბრუნოს. თუ მოთამაშემ ეს მოახერხა, გამარჯვებულად ცხადდება და მსაჯი მას იმავე მანდილით აჯილდოებს, თუ რომელიმე მოთამაშე დაეწევა თარჩიას და ჩამოართმევს მანდილს, თამაში შეწყდება, მონაწილენი მანდილის ახალ პატრონს 50 -ით სცილდებიან და მსაჯის ნიშანზე თარჩია კვლავ იწყება.




7.ლახტაობა, ქართული ხალხური თამაში. მოთამაშე ვაჟები კენჭისყრით ორ თანაბარ ჯგუფად იყოფიან. ერთი ჯგუფი თავმდამსხმელებისაგან შედგება, მეორე  თავდამცველებისაგან, რომლებიც იცავენ ლახტებს და თავიანთ თავს. ლახტაობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თამაში იყო ძველ საქართველოში, იგი მიზნად სიმამაცის და ვაჟკაცური თვისებების გამომუშავებას ისახავდა ახალგაზრდობაში. ამ თამაშში თავისებურად უნდა იყოს ასახული სიმაგრეთა დაცვის სიმბოლიკა.



8.ყაბახი  ძველი ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშის მიზანია: ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის (უმთავრესად თასის) ისრით ჩამოგდება. შინაარსი და წესები: მშვილდოსანი მხედრები მწკრივდებიან სასტარტო ხაზთან. მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მხედარი ჭენებით უახლოვდება ანძას, რომელზეც შემოდებულია სანიშნო საგანი. ანძასთან სასურველ მანძილზე მიახლოვებისას მხედარი. ისარს გაისვრის მიზნის მიმართულებით, შემდეგ გადაკვეთს ფინიშის ხაზს და ჩერდება. მას შემდეგ, რაც შეჯიბრის მონაწილენი დაამთავრებენ პირველ ცდას, მათ ეძლევათ მეორე ცდის უფლება; ამჯერად უკვე ფინიშის ხაზი სტარტის ხაზად იქცევა.
შეჯიბრების შედეგები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეძლებენ მხედრები სამიზნის გადმოგდებას და რამდენ დროს დახარჯავენ ამისათვის.



9.კალანდობა გურიაში-კალანდა ანუ იგივე კალანდრა, კალანდობა- სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. ქართველებს კი, ჩიჩილაკის "ავტორობაში"კონკურენტი არ გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ის ევროპულ ნაძვის ხეს ღირსეულ მეტოქეობას უწევს სიძველითაც , თავისი შინაარსიტაც და რაც მთავარია - გარეგნული სილამაზითაც.




10.ალილო-ოცდაერთი საუკუნის წინათ,ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია.
მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ: „ალილო წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან ალილუია“, რაც ნიშნავს აქებდით უფალსა“. მეალილო-მგალობლები .. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილოები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც.


 11.აღდგომა-ქართველი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი ვაცხობტ პასკებს, წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.





12.ლაშარობა-(1 ოქტომბერი)-ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე .. "ლაშარის გორაზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში. არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, თუმც ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს..
ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.





14.ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები-საქართველოს მთიელები-ხევსურები,თუშები,ფშავები,გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა.
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად.პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი,რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია,ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.





ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის  შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.





1 comment:

  1. Casino, Hotel & RV Park in Montville - Mapyro
    Casino, Hotel & 서귀포 출장샵 RV 파주 출장마사지 Park · Casino, Hotel & RV Park · Casino · RV 벳 365 Park · Casino, Hotel & RV Park 고양 출장샵 · RV Park · Casino, Hotel & RV Park · Casino, 하남 출장샵 Hotel & RV Park

    ReplyDelete