Friday, March 1, 2013

როგორ დავძლიოთ ნერვიულობა?


როგორ შევწყვიტოთ ნერვიულობა

ცხოვრების ტემპი ყოველ წელს იზრდება, ჩვენს წინაპრებს არც კი დასიზმრებიათ ნერვული სისტემის ასეთი დაძაბულობა. ჩვენში ჩანერგილია შიშისა და აგრესიის სხვა მექნიზმი. ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფა მოითხოვს: სირბილს, თავდასხმას ან დაცვას. თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენ გვიწევს ყოველღიურად გადავიტანოთ უამრავი სტრესი. ამ ყველაფერს დეპრესიამდე და "შინაგანი გამოწვის" სიმპტომამდე მივყავართ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, შეეცადეთ სიროზულად მოეკიდოთ შერყეული ნერვების დამშვიდებასა და დროულად დაწყნარებას


საფეხურბი
1.დაფიქრდით, ასეთი ტრაგიკულია თუ არა თქვენი სიტუაცია. მაგალითად, სამსახურში დაგვიანება, თქვენი ეს შეცდომა შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ. უფროსობის მიერ მიღებული შენიშვნაც კი არ ღირს თქვენს განცდებად

2.ყველა სიტუაციიდან მოიზებნება გამოსავალი. თქვენ ზუსტად იცით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმისათვის, რომ თავი აარიდოთ პრობლემებს, საჭიროა მხოლოდ დაფიქრება. ვინაიდან თქვენ გაქვთ სხვა ბევრი უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე დროის განცდებში ხარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აგვიანებთ შეხვედრაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაქსის ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტის მომსახურება. დარეკეთ და გააფრთხილეთ თქვენი ნაცნობი დაგვიანების შესახებ, შემდეგ კი აუხსენით დაგვიანების მიზეზი და მოუხადეთ ბოდიში.

3.ხშირად ნერვიულობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვს ბევრი მცირე ამოცანა, მაგრამ არ აქვთ სერიოზული მიზნები და მისწრაფებები, უფრო დაკავებული ადამიანი ცდილობს მოაგვაროს პრობლემები და არ ნერვიულობს მათი წარმოქმნის მიზეზების გამო.

4.დაისახეთ მისაწვდომი ამოცანები იმისათვის, რომ არ ინერვიულოთ იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება. სიტუაციებში როცა თქვენზე ცოტა რამაა დამოკიდებული, საჭიროა უბრალოდ გადაერთოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას მოცემულ სიტუაციაში.

5.შეეცადეთ თავი განაწყოთ ისე, რომ ყველაფერი გამოგივათ. დაგეგმილი შეხვედრები წარმატებულად ჩაივლის, იმიტომ, რომ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ მიგეღწიათ ოპტიმალური შედეგისათვის.

Saturday, February 23, 2013

დავლება 3

კომფლიქტის მოგვარება

დავალება 3
ლეო 13წ. გამხდარი, პატარა ბიჭია; როცა ის სათამაშოდ მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ. ერთხელ ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა რომ ჩაგრავენ დაუშვებელია და ისინი იქცევიან როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები პასუხად დიდმა ბიჭებმა ლეო სასთიკად სცემს. ფიზიკური ძალადობას შესწრო ლეოს მეგობარი რომელიც ამ დროს შევიდა სათამშო მოედანზე და პატარა ბიჭის სცემის ფაქტს შესწრნენ მოზრდილებიც, რომელებიც მაღაზიადან სახლში ბრუნდებოდნენ შეკითხვები:



კითხვები:
1.საჭიროა, რომ ლეოს მეგობრარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ ?
2.საჭიროა, რომ მოზრდილები? ჩაერიონ ჩხუვში? როგორ ?
3.სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით არსებული სიტუაციიდან?

პასუხები:
1.ჩემი აზრით ლეოს მეგობარი უნდა ჩარეულიყო ჩხუბში, ოღონდ როგორც გამშველებელი.

2.კი საჭიროა მოზრდილების ჩარევა, რადგან შეიძლება ლეოს რაიმე სერიოზული ტრამვა მიაყენონ, მაგრამ არა როგორც მოჩხუბაეები არამედ მათ უნდა გააშველონ.

3.ჩემი აზრით ლეო სწორედ მოიქცა, რომ მათთან დასალაპარაკებლად მივიდა, მაგრამ მას ლექსიკა სწორად უნდა შეერჩია და მათთვის  შეურაცყოფა არ მიეყენებინა.და ერთ ერთი გამოსავალია, როდესაც მოზარდები, გააშველებდნენ, ლეოს მათთვის თავი აერიდებინა.



დავალება 2

კონფლიქტის მოგვარება

დავალება 2

მეორე დავალების შესასრულებლად თქვენ თავად უნდა შეარჩიოთ და აღწეროთ კონფლიქტური სიტუაცია თქვენი გამოცდილებიდან. შეიძლება ეს კონფლიქტი უშუალოდ თქვენ გეხებათ ან თქვენს გარემოცვაში განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ კონფლიქტის გადაჭრის ექვსსაფეხურიანი მოდელი.

ყველა ასაკში თუ ყველა ადამიანს აქვს გარკვეულკი კონფლიქტი.კონფლიქტი ყოველდღიურ ცხოვრების ნაწილია.მე მოგიყვებით კონფილქტის ერთ ერთ  მაგალითს, რომელიც ჩემ კლასელებს შორის მოხდა და ალბათ ეს ხშირია მოსწავლეთა შორის.
ერთ დგეს ჩემ კლასელს  ქართულის წიგნი დარჩა სახლში და  მის გვერდით მჯდომს სთხოვა რომ წიგნი ორივეს გამოეყენებინა მაგრამ მეორე კლასელი წინაღმდეგი იყო რადგან სურდა წიგნი მხოლოდ მას ჰქონოდა.

თუმცა ამ კომფლიქტში ჩაერია მასწავლებელი რომელმაც უთხრა რომ წიგნი ორივეს უნდა გამოეყენებინათ რადგან პირველ რიგში ისინი მეგობრები იყვნენ პატივი უნდა ეცათ ერთმანეთისთვის, ამავე დროს შესაძლებელი იქნებოდა რომ მომავალში იგივე შემთხვევაში ის ჩავარდნილიყო და მეგობრის დახმარება დაასჭირდებოდა.
მასწავლების დარიგების შემდეგ ეს კონფლიქტი მოგვარდა და მეორე კლასელი კომპრომისზე წავიდა და წიგნი ორივემ გამოიყენა.

დავალება 1


კონფლიქტის მოგვარება

დავალება 1.

ორი მეზობელი ვერ რიგდება იმ ღობესთნ დაკავშირებით, რომელიც მათ სახლებს ერთმანეთისგან ყოფს. ერთი მეზობელი თვლის, რომ აუცილებელია ღობის გამოცვლა, რადგან არსებული ღობე მოძველდა: მას სურს, რომ ,ეორე მეზობელმა გადაიხადოს ღობის გამოცვლის საფასურის ნახევარი. მეორე მეზობელი აღიარებს, რომ ღობე არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არ სურს ღობის გამოცვლასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილის დაფარვა. მეორე მეზობელი მიიჩნევს, რომ ღობის სიძველისდა მიუხედავად, ის თვის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს_მეზობლის ძაღლს აკავებს საკუთარ ეზოში და ძაღლი ვერ გადმოდის მის ბაღში. ზოგადაგ, მეორე მეზობელს არ მოსწონს, როცა პირველი მეზობელი საჯაროდ იწონებს თავს ახალი, ძვირადთირებული ნივთებით.

1.მოთხოვნები:მხარე 1, მხარე 2
2. კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)
3. კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები
4. გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2
5. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა
6. კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

როგორც ჩანს, პირველ მეზობელს ახალი ღობე იმიტომ სურს, რომ თავი მოიწონოს, რაც მეორე მეზობელს აღიზიანებს, სწორედ ამიტომაა ღობის შეცვლის წინააღმდეგი.

ჩემი აზრით, კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევაა საჭირო, რომელიც მეორე მეზობელს დაარწმუნებს, რომ ღობის შეცვლა სასარგებლოა მისთვისაც, რომ მისი ეზო იქნება ლამაზი და მეტად დაცული. ამასთან, ღობე ადრე თუ გვიან გამოსაცვლელი იქნება და უმჯობესია ეს ეხლავე გაკეთდეს, კონფლიქტის გარეშე.

შესაძლებელია, მეორე გზაც განვიხილოთ, კერძოდ, თუ მეორე მეზობელს არ სურს ღობისათვის ფულის გადახდა, ეს გააკეთოს პირველმა მეზობელმა, ხოლო მეორემ ღობის გასაკეთებლად ფიზიკური შრომა გასწიოს.

თუმცა, პირველ შემთხვევაში, მესამე პირის ჩარევისას შესაძლებელია სიტუაცია მეტად დაიძაბოს და კონფლიქტი გამწვავდეს. ხოლო მეორე შემთხვევაში, ორივე მხარე კმაყოფილი და მოგებული დარჩება.












Friday, February 15, 2013

"როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები"

როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები



სტერეოტიპები წარმოადგენენ ადამიანის  გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებულ განზოგადებებს რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს.
ადვილად რომ ვთქვათ ეს არის ადამიანის შეხედულება რაიმე საკითხზე რომელსაც დაუფიქრებლად ეთანხმებიან და არ უფიქრდებიან, არ ინტერესდებიან ეს მართლა ასეა თუ არა.

სტერეოტიპები ცხოვრების ნაწილია და ყველას გაჩნია თავისებური და გარკვეული სტერეოტიპები მაგრამ ზოგს ეს ვერ გაუცნობიერებია და ზოგიც ცდილობს რომ არ მიაქციოს ყურადღება მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებასში ისინი მაინც გვხვდებიან.



ხშირ შემთხვავაში საზოგადოების ერთ ნაწილს ერთნაირი სტერეოტიპები აქვთ. ისინი წლების მანძილზე ყალიბდებოდნენ და ხალხი ვერცკი მიხვდა, ისე შეითვისეს და გაისისხლხორცეს ისინი. ამ კატეგორიის ხალხისათვის ასევე მიუღებელია ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იზარებენ მათ შეხედულებებს. ხშირად ასეთი ადამიანები რისხვის, მტრობის,  ზურგშექცევის და უარეს შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნიც გამხდარან. იგივე შეიძლება ითქვას თავად ამ სტერეოტიპების ობიექტებზეც.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მსგავსი შეხედულებები, ძალიან ხშირ შემთხვევაში არაა საფუძვლიანი. ერთადაერთი გზა, ამ ყველაფრის დასაძლევად არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. აგრეთვე  უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებელია მოწოდებული იმფორმაცია გადავამოწმოთ, რამდენად შეესაბამება იგი სიმართლეს.  
  
                                 




Wednesday, January 9, 2013

ცრურწმენები და სტერეოტიპები

ცრურწმენები

ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

დაკვირვებიხართ ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენჯერ გითქვამთ ფრაზა : “ოჰ , სისულელეა , ცრურწმენაა და მეტი არაფერი , არ მჯერა ! ”   თუმცა გულის სიღრმეში მაინც ითვალისწინებთ მოსალოდნელ შედეგს და  ცდილობთ ამ “ცრუ ” რწმენის წინააღმდეგ არ იმოქმედოთ .

საქართველოში დამკვიდრებული ცრურწმენები დამაინტრიგებელ და ამავდროულად საკმაოდ იუმორისტულ ხასიათს ატარებს , ამასთან აღსანიშნავია რომ ისინი ორ სახეს განეკუთვნებიან ავისმომასწავებელსა და კარგის მომასწავებელს.

ცრურწმენების სჯეროდათ და სწამდათ ოდითგან.  წარსულში მომხდარი უცანური ფაქტებით დამკვიდრებული რწმენები დღემდე შემორჩა ხალხში.   ძირითადად მათი რწმენა ბებია-ბაბუების თაობას ახასიათებს. რომლებისგანაც გამუდმებით ისმის რჩევა დარიგებები იმ ფატალური შედეგების თაობაზე ,რომელიც შეიძლება მოგვიტანოს :
თვალის თამაშმა
შავი კატის წინ გადარბენამ
ყვავის გადაფრენამ თუ მისმა ჩხავილმა


მარილის დაყრამ
ნაგვის ღამით გადაყრამ
მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ
ღამით თმის ან ფრჩხილების მოჭრამ
სარკის გატეხვამ
ჩანგლის დავარდნამ (არასტუმართმოყვარეთათვის  )
სახლში სტვენამ
სიზმარში კბილების ამოღებამ
მაგიდის კუთხეში გასათხოვარო გოგონას დაჯდომამ
საპონის ხელიდან ხელში გადაწოდებამ
ქუდის მაგიდაზე დადებამ
ფულის ორი თითით გამორთმევამ
კარის ზღურბლზე დადგომამ
მზესუმზირის სახლში ჭამამ…


ზემოთ ჩამოთვლილი ცრურწმენები იმ ნაცნობი ფრაზების სახით ჩამოვწერე რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას “ამკობენ . ” სწორედ ისინი მიეკუთვნებიან ავის მომასწავებელთ , თუმცა საინტერესოა რას გვიქადიან კეთილის მსურველნი.

მაგალითად  ჩიტის ფეკალიების მასპინძლობა – გამდიდრებას გვიქადის.

ცრურწმენების შემსწავლელი მეცნიერება რომ არსებობდეს , ამ დარგის მიმდევრებს რთული საქმის კეთება მოუწევდათ. წარმოიდგინეთ რამდენი სახის ცრურწმენაა ირგვლივ და რა იქნებოდა მათი დახარისხება , ტიპებისა და მნიშვნელობების გამორკვევა.



1.უცნაური და დამთრგუნველია საქართველოში არსებული ცრურწმენები მიცვალებულთან კავშირში.
იცოდით თუ არა რომ ..
მიცვალებულის  კუთვნილი ნივთების გამოყენება და მისაკუთრება არასახარბიელოა ცოცხალი ადამიანისთვის.
გავიგე , თურმე 2 სკამი რომლებზედაც მიცვალებულის სასახლე ასვენია , გასვენების შემდგომ აუცილებლად გააქვთ სახლიდან და ამტვრევენ.
ასევე აღსანიშნავია , რომ სახლში ყვავილის , ფოთლის ნასახიც კი არ უნდა დარჩეს პანაშვიდების შემდგომ .
ის კი ცნობილი ცრურწმენაა , რომ ყველა სარკეს ფარდა უნდა ჩამოეფაროს , სახლში როდესაც მიცვალებულია.

2.ასევე არსებობს ცრურწმენები ქორწინებასთან დაკავშირებით.
პატარძლის თაიგულის “დაპატრონება” გათხოვებას უქადის ამ პირს.
ქორწილის დღეს ,ნეფე-პატარძლის მიერ  , კარის ზღურბლზე, ფეხით დამსხვრეული თეფშის ნატეხის ბალიშის ქვეშ  დადება პიროვნებას მომავალი საბედოს დასიზმრებას უქადის.



ცრურწმენები ორგვარია: კარგის მომასწავებელი და ცუდის მომასწავებელი. მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენებიდან რამდენიმე მათგანი მაინც ყველაზე პოპულარულია.

ცუდის მომასწავებელი ცრურწმენები


3.კიბეები-დიდი ხნის წინ მისადგმელი კიბე ადამიანის ჩამოსახრჩობად გამოიყენებოდა. სახრჩობელას კიბის უკანაკსნელ საფეხურზე ამაგრებდნენ ისე, რომ სიკვდილმისჯილი სამკუთხა ფორმის სივრცის შორის მოქცეულიყო.
არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც ადამიანს ამგვარი მეთოდით დასჯიდნენ სიკვდილით, მისი სული მცირე ხნით კიბის ქვეშ ჩერდებოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კიბის ქვეშ, სამკუთხა სივრცეში გავლა ცუდ იღბალთან ასოცირდება
.

4.გატეხილი სარკეები-ძველ დროში თურმე ბევრს სწამდა, რომ, როცა ადამიანი სარკეში იყურება ის საკუთარ სულ ხედავს, ანუ სარკეში ადამიანის სული აირეკლება. აქედან წარმოიშვა ცრურწმენა, თითქოს, სარკის გატეხვა ავს მოასწავებს………….
ცუდი იღბალის თავიდან ასაცილებლად 7 საათში, მას მერე, რაც სარკე გატყდება (თითო საათი თითოდაწყევლილიწლისთვის) ნამსხვრევები მთვარის შუქზე, მიწაში უნდა ჩაიფლას.





5.შავი კატა-უძველესი დროიდან მოიაზრება საფრთხის მანიშნებლად. ზოგიერთ თანამედროვე ადამიანს, როცა ფეხით სიარულისას წინ შავი კატა გადაურბენს, ურჩევნია გზასხვასდაუთმოს.



6.ბუები-ერთ-ერთი გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, თუ ბუ თქვენს ფანჯარაში შემოიხედება, ან თქვენ მას დღის განმავლობაში დაინახავთ (რაც საკმაოდ იშვიათია), ცუდი იღბალი სამგზავრო ჩანთასავით გაქვთ ზურგზე აკიდებული.

7.ბეღურები-კიდევ ერთი ფრინველი, რომელიც ცრურწმენებთან ასოცირდება, ბეღურაა……………..
არსებობს მოსაზრება, რომ ბეღურები მიცვალებულთა სულების მატარებლები არიან და მათი მოკვლა ცუდის მომასწავებელია.

8.რიცხვი 13-უძველესი დროიდან გამოირჩევა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით. მრავალ ადამიანს ის თარს რიცხვად მიაჩნია. ამ შეხედულებას ბევრი თეორია უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია ქრისტეს მოწაფეს, იუდა ისკარიოტელს უკავშირდება. ბიბლიის მიხედვით, საიდუმლო სერობის ბოლო (ანუ მე-13) სტუმარი სწორედ იუდა იყო. რიცხვ 13-თან დაკავშირებულ ცრურწმენას სხვა საფუძვლებიც აქვს.






9.მარილი-ერთ დროს სწამდათ, რომ მარილს სასწაულებრივი თვისებები გააჩნია. დღემდე, მრავალი ადამანისთვის მარილის დაბნევა ავის მომასწავებელია. ამ ცრურწმენის თანამოზიარეებს სჯერათ, რომ თუ სახლში მარილი ძირს დაიბნევა, ოჯახში ყველაფერი ცუდი, მათ შორის ვინმეს სიკვდილიც კი მოსალოდნელია.

კარგის მომასწავებელი ცრურწმენები
10.კურდღლის-თათი საკმაოდ გავრცელებული თილისმაა. ბევრი მას ბედნიერების მომტანად მიიჩნევს.
ჩვეულებრივ, მას ყელზე იკიდებენ, ან შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში უდევთ. ამ ცრურწმენის თანახმად, რაც უფრო ძველია კურდღლის თათი, მით მეტი იღბალი მოაქვს.

11.ცხენის ნალი-ძველი თქმულების თანახმად, ალქაჯებს არ უყვართ ცხენები და ცხენის ნალი მათგანთავდასაცავადკარგი საშუალებაა. თუ ცხენის დაკარგულ ნალს იპოვით, ისე, რომ მისი ჩაღრმავებული მხარე ზემოთკენ იქნება მოქცეული (ცრურწმენის თანახმად, “ბედნიერებანალის ჩაღრმავებულ ადგილას იყრის თავს), მას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ. მას შემდეგ რაც ნალს იპოვით, იგი სახლში უნდა მოიტანოთ და ოთახის კარის თავზე ჩამოკიდოთ (რა თქმა უნდა, ისე, რომ ბედნიერება ძირს არ გაგებნეთ). გარდა იმისა, რომ იგი ბედნიერებას მოგიტანთ, ბოროტი ალქაჯებისგანაც დაცული იქნებით.






12.ფრინველის მკერდის ძვალი-Wishbone – სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად ფრინველის მკერდის ძვალი (wish – სურვილი; bone – ძვალი). ორმა ადამიანმა ინდაურის ან ქათმის გამშრალი მკერდის ძვალი სხვადასხვა მხარეს უნდა მოქაჩოს. ძვალი გატყდება და ის, რომელსაც უფრო დიდი ნაწილი შერჩება ხელში, შეუძლია სურვილი ჩაიფიქროს.

13.სამყურა-ბალახოვანი მცენარეა. ერთ-ერთი ცრურწმენის თანახმად, იგი ადამიანებსა და ცხოველებს ბოროტებისგან იცავს
სამყურას ღეროზე ჩვეულებრივ სამი ფოთოლი აქვს. ოთხფოთლიანი სამყურას პოვნა კი ზოგჯერ კარგ იღბალთან ასოცირდება. ეს ცრურწმენა უმეტესად ირლანდიელებშია გავრცელებული.




14.გაბზარული თეფშით ან ფინჯნით ნუ ისარგებლებთუბედურებას მოგიტანთ.
საქმე იმაშია, რომ თეფშის ბიოველის მახასიათებლები გაბზარვის შემდეგ შეიცვალა და ეს ხდება , ჩვეულებრივ კარგიდან ცუდისკენ. თქვენ ამ თეფშით ხშირად სარგებლობთ, ჭურჭლის უარყოფითი ველი გადაეცემა კერძს და ხვდება თქვენს ორგანიზმში. ბინაში, ალბათ სხვა გაფუჭებული ნივთებიც გაქვთ. მაშასადამე უარყოფითი აურა ძლიერდება და შესაბამისად რაიმე სენის ან უსიამოვნების რისკი იზრდება.

15.ცარიელ ბოთლს მაგიდაზე ნუ დადგამთ – უფულობა იცის ხალხში არის რწმენა , რომ ცარიელ ჭურჭელში შეიძლება ავმა ძალამ დაიბუდოს, ამიტომ უთავსახურო ჭურჭელს დიასახლისები, ჩვეულებრივ პირქვე დამხობილს ინახავენ თაროებზე. ეს ჰიგიენურადაც გამართლებულია :)

16.ორნი ერთდროულად ერთი პირსახოცით ნუ შეიმშრალებთ – წაიჩხუბებთ.
 ხალხს სჯეროდა, რომ ამ დროს მეორე ის ”უცხო”, ენერგიის ნაწილს გართმევთ და შესაძლოა , თქვენი აზრებიც ”წაიკითხოს”. სინამდვილეში კი იგი თავისი გამოსხივებით ცვლის ამ საგნის ენერგეტიკას და საგანს, ამ შემთხვევაში – პირსახოცს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მფლობელის ბიოველზე.






17.თეთრეულს ან პერანგს უკუღმა თუ ჩაიცმევ-ითვლებოდა, რომ საცვალს თუ უკუღმა ჩაიცვამ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარე მტრული სამყაროს ზემოქმედებისთვის აშიშვლებ იმას, რაც აქამდე დაფარული, ანუ დაცული იყო. თანამდროვე გაგებით კი საცვალი თუ პერანგი კანთან ერთად ქმნიან ელექტრულ სისტემას, რომელიც სხეულში ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს. თუ თეთრეულს უკუღმა იცვამ, არღვევ დამყარებულ ერთიანობას და ამის შედეგად ორგანიზმი სუსტდება. სწორედ ამიტომ, როცა ადამიანი უკუღმა ჩაცმული თეთრეულით დადის, თუნდაც ამას ვერ ხვდებოდეს, მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტს გრძნობს და დილიდან საღამომდე დაუშვებს იმდენ და ისეთ შეცდომებს, რასაც და რამდენსაც სხვა დროს არ დაუშვებდა.

18.მეზობლისგან ჭურჭელს თუ ითხოვ-ცარიელს ნუ დაუბრუნებ და შენიც ყოველთვის სავსე იქნება.ეს სუფთა ფსიქოლოგიაა.მაგ:თუ მეზობელს ქვაბს დაუბრუნებ არა ცარიელს, არამედ 5-6 ხინკალთან ერთად მაინც, ამით მადლობასაც ეუბნები და კეთილგანწყობასაც უმტკიცებ, თუმცაღა ენერგეტიკული თვალსაზრისით საქმე რთულადაა. ცარიელ ჭურჭელში რჩება ე.წ ენერგეტიკული ”ნალექი”, რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს უცხო ბიოველზე.თუ ჭურჭელს ნაწილობრივ რაიმეთი (ცხადია, საკვებით) შევავსებთ, ”ნალექი”განეიტრალდება და კეთილ მეზობელს აღარაფერი დაემუქრება. :)

19.მაგიდის კუთხეში თუ დაჯდები-7 წელი არ გათხოვდები/ცოლს არ მოიყვან
 შეკრული კუთხის წვეროდან მოდის ენერგეტიკა, რომელიც ასე ვთქვათ ჭრის მის წინ მდებარე ობიექტს/სუბიექტს ენერგეტიკულ დონეზე, რაც საკმაოდ არასასურველია!
 ასე, რომ ერიდეთ კუთხეში დაჯდომას, მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ მრგვალი მაგიდის ”კუთხეში” დაჯდეთ :)


სტერეოტიპები

ადამიანზე სოციალური ზეგავლენის მნიშვნელობის უარყოფა შეუძლებელია. თითოეული ადამიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძველზე ვითარდება და ორმხრივი ურთიერთქმედების ეს სისტემა ყოვლად აუცილებელია. თუმცა ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არის სტერეოტიპები (რწმენების ერთგვარი განზოგადებები), რომლებიც ადამიანში საზოგადოებასთან ურთიერთქმედების აღქმის მყარი სქემებით არის წარმოდგენილი.





 საუბარია სოციალურ სტერეოტიპებზე. ერთის მხრივ, სტერეოტიპები ადამიანს საშუალებას აძლევენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მთლიანობაში, ერთიანი კომპლექსის მსგავსად, აღიქვან სიტუაციები, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხვდებათ, რამდენადაც სტერეოტიპები შეიცავენ სტანდარტიზებულ კოლექტიურ გამოცდილებას და ადამიანს რაიმე მოვლენის უბრალო საერთო ფორმულას სთავაზობენ. ეს ეხმარება ადამიანის ცხოვრებაში ორიენტირებაში და განსაზღვრული წესით მიმართავს მის ქცევას. ასეთი სტერეოტიპული აღქმა ავტომატურად ხორციელდება, მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას "უფროსებს პატივი  უნდა ვცეთ", ცნობიერება ავტომატურად იღებს და ადამიანი აღარ განიხილავს დაწვრილებით რატომ უნდა ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ უნდა ვცეთ მათ პატივი, უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა. ამაშია სოციალური სტერეოტიპის პლიუსი, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა შესაძლო ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. მეორეს მხრივ, სოციალური სტერეოტიპები რეალობის აღქმას ამახინჯებენ,  სიტუაცია ან ობიექტი მასობრივი წარმოდგენის თვალსაზრისით განიხილება, ფაქტების, თანამედროვე მახასიათებლების და ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინების გარეშე. ის რაც კოლექტიური რწმენაა (საზოგადოებაში ცნობილი და მიღებული), აღიქმება, როგორც "კარგი", ხოლო ის რაც არაა მიღებული - აღიქმება, როგორც "ცუდი". გამოდის, რომ თუ ახალგაზრდა ადამიანი მოქმედებს სოციალური სტერეოტიპის გავლენით "ახალგაზრდობა რომანტიულობის და მეამიტობის დროა", ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. რა ხდება, მაშინ, თუ ის  ადექვატური რეალისტია? ამ შემთხვევაში, მას აშკარად რიგზე ვერ აქვს. ამგვარად, სოციალური სტერეოტიპების გავლენით ადამიანები არა მხოლოდ "იარლიყებს აკრავენ", არამედ აფასებენ "სწორია-არასწორია", ამგვარ შემთხვევებში შესაძლოა მოისმინოთ ფრაზები "ასე არავინ აკეთებს" ან  "ყველა ასე ცხოვრობს".



სოციალური სტერეოტიპების გარდა, რომლებიც ჯგუფთაშორისი ურთიერთობების სფეროზე მოქმედებს,  შეგვიძლია გამოვყოთ გენდერული (სქესის მიხედვით განსხვავებული) სტერეოტიპები - მამაკაცისა და ქალის გამარტივებული სქემატური და ემოციონალურად შეფერილი მყარი წარმოდგენები. ეს არის მასობრივი რწმენა იმისა, როგორ იქცევიან ნამდვილი მამაკაცები და ქალები. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, გენდერული სტერეოტიპები ადამიანთა ქცევას არაცნობიერ დონეზე არეგულირებენ. თითოეულ ადამიანს აქვს კულტურის, აღზრდის და სოციალური ნორმების მოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის გამარტივებული სქემების ნაკრები. აღნიშნულ სტერეოტიპებს ბავშვები უნებლიეთ ითავისებენ მშობლებთან, თანატოლებთან ურთიერთობის ასევე მიზანმიმართული აღზრდისა და სწავლების პროცესში. ბავშვი იბადება მდედრობითი ან მამრობითი სქესით, მაგრამ მხოლოდ აღზრდის შედეგად ხდება მამაკაცი ან ქალი, სწავლობს რა თავისი ქცევის შეწყობას მამაკაცის ან ქალისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნათა გარკვეულ ნაკრებთან. ამავე პრინციპით ხორციელდება ადამიანის  ქცევის კულტურული ნორმების სისტემაში შესვლის პროცესი. მისი ერთ-ერთო ცენტრალური ელემენტია გენდერული სტერეოტიპების (ვიზუალური, ემოციონალური და მორალურ-ეთიკური წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის შესახებ) გათავისება. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარი სტერეოტიპების არსებობის დადებითი მხარეა.
მაგრამ ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გენდერული სტერეოტიპი - ეს არის შეხედულება და შეფასება, რომელიც, როგორც წესი, დაფუძნებულია გენდერულ ცრურწმენებზე (წინასწარ შექმნილ უარყოფით აზრზე), და არა რაციონალურ ცოდნაზე. ამასთანავე, ამგვარი სტერეოტიპების უმრავლესობა ტრადიციულ პატრიარქარულ კულტურაში ჩამოყალიბდა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) მთავარ როლს მამაკაცს ანიჭებდა. აქედან მოდის სტერეოტიპები: "ქალი სუსტი არსებაა", "ქალი დიასახლისი უნდა იყოს", "მამაკაცები საუკეთესი ხელმძღვანელები არიან", "მამაკაცი უნდა ფლობდეს ძალაუფლებას" და ა.შ.


თანამედროვეობაში ეს სტერეოტიპები ძალას არ კარგავენ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია "კოლექტიური გამოცდილების" სტერეოტიპებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ პიროვნებას მიეწერება ესა თუ ის თვისება მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენელია. მაგალითად, როდესაც მამაკაცი მეგობრებთან შეხვედრას აპირებს, ხშირად ქალის რეაქცია ასეთია: "რა თქმა უნდა ქალბატონებით გაერთობით თქვენს შეკრებაზე", ეს სხვა არაფერია, თუ არა სტერეოტიპი. ამ დროს, ქალი არ აღიქვამს თავის მამაკაცს, როგორც თავისას, ზუსტად მას როგორც პიროვნებას არ აფასებს, არ აკვირდება სიტუაციას. ამ მომენტში მოქმედებაში მოდის სტერეოტიპი "ყველა მამაკაცი ღალატობს ცოლს". და სადღაა პიროვნების ინდივიდუალური თვისებები?

მეორე მაგალითი, როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ თავის გრძნობებს მხოლოდ საჩუქრების გამოყენებით ამჟღავნებს, ამავე დროს არ თვლის საჭიროდ გაესაუბროს, მოუსმინოს, გაუგოს, გამოვლინოს ზრუნვა, სითბო და ალერსი. ის ფიქრობს, რომ ოქრო და ბრილიანტები ან ცხოველის ბეწვი (ქურქის სახით) - მხოლოდ ესაა ყველაფერი რაც ქალს სჭირდება. ამასთანავე ოჯახში წარმოქმნილ კონფლიქტებსაც ის მატერიალურ დონეზე აგვარებს. ამგვარად ცოლისთვის ნაჩუქარი თითოეული ბეჭედი, სამაჯური ან ძვირფასი თეთრეული აღმოჩნდება მისი "მაპატიე, არ ვიყავი მართალი" ან  "მე შენ მიყვარხარ". სულიერი ღირებულებები იმდენად უფასურდება, რომ ადრე თუ გვიან, თავმოყვარე ქალი დაიღლება ურთიერთობებში სულიერი ნაწილის არარსებობით და გადაუწრვეტელი პრობლემებით, რომლებიც საჩუქრების მიუხედავად, შინაგანად ღრმა კვალს ტოვებენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ მამაკაცი მოექცა სტერეოტიპის "ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ" მოქმედების ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში მამაკაცი არ აღიქვამს თავის მეუღლეს, როგორც ინდივიდს, ვერ ხედავს მის თვისებებს, მოთხოვნილებებს, სურვილებს. ის მას უცხო სახეს არგებს, იქცევა ილუზიური აღქმის თანახმად და მეუღლისგანაც ამ ილუზიისადმი შესატყვისობას მოითხოვს.

ჩვენს ცხოვრებაზე სტერეოტიპების მოქმედების უსასრულოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთი კი ფაქტად რჩება, არ შეიძლება სტერეოტიპებს ცალსახად ვუწოდოთ კარგი ან ცუდი, ბევრია დამოკიდებული თავად ადამიანზე, ჩვენ ხომ ყველაფერს, რასაც ვითვისებთ საზოგადოებისგან, ჩვენი თავის გავლით ვუშვებთ ჩვენში და ვაკეთებთ არჩევანს "მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები" ან "მე მე ვარ და ყველაფერი ჩემებური მაქვს". დამეთანხმებით უცნაურია ისე მოექცე ახლობელ ადამიანს, როგორც ვიღაც უცნობს და ააწყოთ მასთან ურთიერთობა არა ისე, როგორც ამას თავად გააკეთებდით, არამედ უცხო "კოლექტიური გამოცდილების" თანახმად.












Saturday, January 5, 2013

როგორ მოვახდინოთ დროის ეფექტური მართვა?

როგორ მოვახდინოთ დროის ეფექტური მართვა?

თანამედროვე სამყაროში არსებობასა და წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დროის რაციონალური განაწილება და მისი სწორი მართვა. ეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, რომელიც აუცილებელია იყოს გამომუშავებული ადრეული ასაკიდან; რათქმაუნდა იმ შემთხვავაში თუ გვსურს, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ნაყოფიერად ქმედითუნარიანი და სარგებლის მომტანები. გაეცანით ინსტრუქციას და დაიწყეთ დღესვე დროის სწორი განაწილება.

1.მომავალი დღის დაგეგმვა დაიწყეთ აუცილებლად წინა დღის საღამოს.ძილის წინ 1ან 2 საათით ადრე გამოყავით რამოდენიმე წუთი რათა ჩამოყალიბდეთ მომავალი დღის გეგმაზე.რას აპირებთ,აპირებთ
ყოველთვის გაიღვიძეთ და დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს.გარდა იმისა, რომ ეს ჩვევა დაგეხმარებათ იყოთ ტონუსში, გაუფრთხილდეთ ნერვებს, ასევე აქვს სხვა სასიკეთო თვისება-გეხმარებათ დროის სწორ განაწილებაში.დილით ადგომისას დაითვალეთ რამდენი დრო გჩირდებარ სისუფთავის პროცედურის გავლას, მომზადებისას, გარკვეული რიტუალების შესასრულებლად (იქნება ესლოცვა, მედიტაცია,მაკიაჟი, და ა.შ)დათვალეთ მაქსიმალური და მინიმალური დრო.



 

2.სწორად დასახეთ პრიორიტეტები. დღის და ზოგადად კვირის განმავლობაში ჩვენ ხშირად გვიწევს პრიოტიტეტების განაწილება. გასაკეთებელია გარკვეული რაოდენობის საქმე, სანახავი გყავთ ადამიანები, მოსაგვარებელია რიგი პრობლემები, ასევე გადადეთ დრო გართობისთვის, სამსახურისთვის, პირადი განვითარებისათვის, ძილისათვის. ეს ყველაფერი რეალურია! დროის სწორად განაწილების შემთხვევაში ყველაფერს მოასწრებთ.
დაიწყეთ ყველაფრის დალაგება მნიშვნელობების მიხედვით. მაგალითად: თქვენ აპირებთ ნახოთ რამოდენიმე ადამიანი გარკვეული დროით, ჩამოყალიბდით ვის ნახვას აპირებთ, რამდენი ხნით. ასევე გასაკეთებელი საქმეების სია. დაყავით ისინი სირთულეებისა და მნიშვნელობების მიხედვით. გირჩევთ დაიწყოთ მნიშვნელოვნებით, შემდეგ რთულებით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს და რთულიც ერთად. გათვალეთ მიახლოებითი ვადები, თუ რამდენ ხანში უნდა მორჩეთ.




3.დაიცავით რეგლამენტი!
პატივი ეცით საკუთარ თავს და გეგმებს, ნუ გადაუხვევთ შედგენილი გეგმებიდან, გარდა ისეთი გამოუვალი სიტუაციების არსებობის შემთხვევაში, როცა სხვა გზა არ გაქვთ. გეგმა რომელიც შედგენილი თქვენს მიერ, დრო რომელიც განაწილებულია თქვენი პრიოტიტებისა და ინტერესების მიხედვით უნდა იყოს წმინდა. მისი განხორციელება დააყენეთ მნიშვნელოვან ადგილას თქვენს ცხოვრებაში. თითოეული შესრულებული გეგმისას, თქვენ განიცდით სიმშვიდის, თავდაჯერებულობის, წარმატების და ძალაუფლების შეგრძნებას. სასიამოვნო შეგრძნებაა უდავოდ როცა არსად გეჩქარებათ, არ გაგვიანდებათ, დროში არ იწვებით, არც დედლაინების შიში გაქვთ. ადამიანი რომელიც აკონტროლებს და მართავს დროს, ის მართავს საკუთარ ცხოვრებას მაქსიმალურად აზრიანად.

4.ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე ყველას განსხვავებულად უწევს თავის საქმიანობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე დროის განაწილება. მოსწავლე, სტუდენტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სხვადასხვაგვარად ანაწილებენ დროს. აქვე არის რიგი მომენტები რაც გასათვალისწინებელია ყველასთვის.

1 5.გამოყავით დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის.
ხანდახან სახლში ხდება გაუთვალისწინებელი მომენტები, მაგალითად გაგიფუჭდათ ონკანი, ან სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემა. თქვენ ისე უნდა გქონდეს განაწილებული ყველაფერი, რომ ასეთმა წვრილი სახის პრობლემებმა არ შეგაფერხონ.
აუცილებლად გამოყავით დრო ოჯახის წევრებისათვის. დატვირთული გრაფიკისას ხშირად ხდება, რომ ვერ ახერხებენ ოჯახის წევრები ერთად სადილობას, ვახშამს, შეკრებას. რაც პრობლემაა, გამოყავით კვირაში რამოდენიმე საათი, როცა შეძლებთ სიჩქარის გარეშე თავისუფლად ურთიერთობას. იგივე შემიძლია გითხრათ მეგობრებზე. შეუთანხმდით მათ შეხვედრაზე წინასწარ. დაუთმეთ დრო თქვენთვის სახყვარელ, ახლო და საინტერესო ადამიანებს. ყოველთვის შეძლებთ წინასწარ შესრულოთ რიგი საქმეებისა რათა დაზოგოთ დრო მათ სანახავად.


6.გამოყავით დრო საკუთარი თავისათვის - პირადი განვითარებისათვის.
წინასწარ შეარჩიეთ დრო, დარჩით საკუთარ თავთან მარტო. გატიშეთ მობილური ტელეფონი, ყოველგვარი კომუნიკაციის წყარო. დაგეგმეთ ადრევე და უყურეთ საინტერესო ფილმს, წაიკითხეთ წიგნი, ივარჯიშეთ, ილოცეთ, იმედიტირეთ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ შინაგანად გაძლიერებაში. არ დაუშვათ, რომ უცებ გამოგიჩნდეთ დრო და შემდეგ დაიწყოთ ფიქრი თუ რა გააკეთოთ. იმ შემთხვევაში თუ გეგმის სხვა მნიშვნელოვან საფეხურებს ვერ ასწრებთ რიგი მიზეზების გამო, დრო მოაკელით გართობას და სულ ბოლოს პირადი განვითარებისთვის გამოყოფილ საათებს.






7.გაუფრთხილდით დროს!
თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ თუ რამდენ დროს კარგავთ დღის განმავლობაში უქმად. გამოყავი დრო დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში კვებისთვის, მუშაობისთის, ძილისთვის, დასვენებისთვის, გართობისთვის. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი რომ ეჩვევა რეჟიმს. ადამიანები რიმლებიც ერთსა დაიმავე დროს იკვებებიან ორგანიზმი ისეა გარდაქმნილი, რომ მომნელებელი ნივთიერებები კუჭში იწყებენ გამოყოფას საკვების გარეშეც კი დღის იმ მონაკვეთში.
იგივე შეიძლება ითქვას ძილზე. ყველას გსმენიათ ცნობილი გამოთქმა, რომ 60 წლის ადამიანს 20 წელი აქვს ძილში გატარებული. თი თქვენ ხართ ზრდასრული მაქსიმალურად შეამცირეთ ძილის დრო. თქვენ იქნებით უფრო ნაყოფიერი და მეტის გაკეთებას მოასწრებთ.
დაზოგეთ დრო მგზავრობისას, რაციონალურად გამოყავით დრო დასვენებისათვის, კვებისათვის, მეგობრებთან საურთიერთოდ. იყავით მობილიზებული კონკრეტულ საქმიანობაზე. ნუ გააკეთებთ რამოდენიმე საქმეს ერთად. თუ მუშაობთ კომპიუტერთან იმუშავეთ კონკრეტულ საკითხზე. ნუ შეამოწმებთ ფოსტას, ნუ შეხვალთ სოციალურ ქსელებში, სანამ არ მოვა ის დრო რაც გექნებათ გამოყოფილი სამაგისოდ. თავიდან რათქმაუნდა ეს რთული იქნება და გაგიჭიდებათ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეს გადაიქცევა ჩვევად. უფრო მობილიზებულად და ვადაზე ადრე დაიწყებთ თქვენი გეგმების შესრულებას. იქნებით მოწესრიგებული და თავდაჯერებული. გაითვალისწინეთ მესამე საფეხური, არ გადათქვათ თქვენი გეგმები. დღის განგრძლივობა ხომ 24 საათია, მარტივი არითმეტიკაა საჭირო რათა სწორად დაითვალოთ და შეძლოთ მისი განაწილება, ისევ და ისევ საკუთარი სურვილის და ინტერესების მიხედვით.






8.თვის დასაწყისში დაწერეთ თუ რისი გაკეთება გსურთ მიმდინარე თვეს. ჩამოწერეთ კვირების მიხედვით. გამოიყენეთ მეორე საფეხურის რჩევები და დაალაგეთ პრიორიტეტები. აწარმოეთ დღიური. ის დაგეხმარებათ იყო მობილიზებული და აკონტროლოთ თქვენი საქმიანობა. აქვე შეამოწმებთ ყველაფერს ასრულებთ თუ არა და თუ ასწრულებთ რამდენი % -ით ასევე ხრისხის შეფასებას არ იქნება ზედმეტი. გამოყავით დრო გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის. მათი არსებობის შემთხვევაში კვლავ გადააკეთეთ გეგმა რათა არ დაზარალდეს ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი გეგმის













1.9.თავიდან გაგიჭიდებათ გეგმის მიხედვით ყველაფრის შესრულება, გეგონებათ, რომ რობოთსა და მანქანას ემსგავსებით, მაგრამ ნახავთ - გარკვეული დროის შემდეგ თქვენ შეეჩვევით ასეთ რეჟიმს და ყველაფერი ზედმიწევნით გეგმის მიხედვით გექნებათ. ეს გადაგივათ ჩვევაში და მის გარეშე ვეღარ შეძლებთ. მიეჩვევით იყოთ წარმატებული. დაიხვეწებით და დაწერთ უფრო სრულყოფილ გეგმას - შესრულების ხარისხიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.
დრო შეზღუდულია, ადამიანი რომელიც ახერხებს დროის სწორად მართავს ის მართავს და აკონტროლებს მთელ თავის ცხოვრებას. გამოიყენეთ ცხოვრების ლიმიტირებული დრო რაციონალურად. ნუ გაფლანგავთ მას უქმად.

Friday, January 4, 2013

ტრადიცია


ქართული ტრადიცია
საქართველო უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების ქვეყანაა. სწორედ, რწმენასთან ერთად ტრეადიციულობამაც გადაგვარჩინა გარკვეულწილად.
ქართული ტრადიციების შესახებ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ალბათ, ძალიან ბევრს ისმენს. ეს ტრადიციები იმაზე სწრაპად იცვლება, ვიდრე ხალხს გონია.ბევრი"ტრადიცია" ბოლო ხანებში გაჩნდა.ამის მიუხედავად, საქართველოს ახასიათებს გარკვეული კულტურული ნიშნები, რომელსაც ყველა აქ მცხოვრები ცნობს, მაგალითად, სტიმართმოყვარეობა, მეგობრობისა და ოჯახისადმი ერთგულობა.
სუფრა ქართული ყოფითი და შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია:ღვინო,პური(ზოგადად, საკვების მნიშვნელობით),სადღეგრძელო და სიმღერა.ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას
თითოეული რეგიონისთვის ქარეთულკი სუფრის ტრადიცია განსხვავებულია.(გურულების სურა, კახური სუფრა,,იმერული სუფრა და ა.შ)
სუფრის ტრადიციასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მეღვინეობის ტრადიცია ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების(კახური,ქართლის,იმერული,რაჭა-ლეჩხუმის,აფხაზური და სხვა),ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები:თიხის ქვევრები,ოქროს,ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები.
საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბლომად სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ რანგი მოგზაური შარდენი მე-17  საუკუნეში ქართველებზე წერდა:
"არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში"
ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესწბი, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გაჩნია და იცავს მათ.
ტრადიციის არსი, მისი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ
დროს მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღრმად იდგამს პესვებს და მერე მისი მოსპობა, თიოთქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ტრადიციების გადაფასებას ხოლმე საზოგადოების ცვლილებასთან ერტად, თუმცა ის რაც ღირებულია და დროს უძლებს რჩება, ხოლო რასაც ყავლი გასდის და დრო მოჭმული დება, გადის მოხმარებიდან.უძველესი დროიდან, ტრადიციები ჩნდება და არავის უფიქრია რატომ ან როგორ.??
ტრადიციათა უმრავლესობა დროში გამოცდილი და მისადაგებულია არსებულ ყოფასთან. გარემო ფაქტორების ზემოქმედების გარეშე არც ყალიბდება და არც ქრება. ნებისმიერ ქვეყანას, გააჩნია საკუთარი ტრადიციები და ღირებულებები, რომლებიც მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს. ხდება მათი გაუფასურება და უარეს შემთხვევაში მათი გაქრობაც კი, რაც ადამიანებში სრულ ქაოსს იწვევს. დღესრეობით საზოგადოება რამდენიმე ფენად იყოფა. ახალგაზრდა თაობა უარყობს ხოლმე ტრადიციების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს. საქართველოს კულტურა, უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებით გამოირჩეოდა, რითაც ქართველები თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ. 
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენ ტრადიციებს, ძალიან ჩახლართული ამბავია, გამომდინარე იქედან რომ ამ მცირე კვადრატულ კილომეტრზე სხვადასხვა (მაგრამ ერთმანეთის მასგავსი) კულტურები და ტრადიციები არსებობს.

აგრეთვე ქართულ ტრადიციებს, სამწუხაროდ უმეტესი მათგანი მოძველებულია. 
თუმცა ტრადიციებს რაღაც ღირებულებაც გააჩნია. მაგალითად უძველესი დროიდან მოყოლებული ტრადიცია, რომელსაც სტუმარ-მოყვარეობისას ვეძახით, ძველად სულ სხვანაირ ხასიათს ატარებდა, ახლა კი დროსთან ერთად, მისი ფუნქციაც შეიცვალა. ირკვევა, რომ ამ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. მაგრამ რა ხდება დღეს? დღეს, ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია. ეს ტრადიციის ცვლილებას იწვევს და სამწუხაროდ მალე ეს იმდენად გაიდგამს ფესვებს თანამედროვეობაში, რომ ძველი და რეალური შეიძლება დავიწყებასაც კი მიეცეს.
ტრადიციებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დღეს უცხო აღარ არის. როგორც ჩანს, ის რითაც ქართველები თავს ვიწონებდით მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქართველთა უმთავრესი ღირებულებები დროდადრო უფერულდება.
არავინ უარყოფს იმას, რომ სიახლეებს ფეხი არ უნდა ავუწყოთ და ერთ დონეზე დავრჩეთ, თუმცა, ევროპული სტანდარტების გათვალისწინება ისე უნდა შევძლოთ რომ ჩვენი "საკუთარი" არ დავკარგოთ, რადგან ხშირად უცხო ქვეყნიდან გადმოტანილ ტრადიციას სჯობს ისევ პირვანდელი სახე შევინარჩუნოთ და მის განმტკიცებას შევუწყოთ ხელი. მის შენარჩუნებაში კი უმთავრესი წვლილი ჯერ კიდევ ძველ თაობას შეაქვს, რომელსაც ტრადიციების და მათ შორის სტუმართმასპინძლობის არსი კარგად აქვს გაცნობიერებული.
ჰაიდეგერს აქვს ნათქვამი - "ტრადიცია ხშირად ფარავს იმას, რისი გადმოცემაც სურს" ანუ როცა ტრადიციას მსჯელობის გარეშე იღებ და არ აცნობიერებ, არ შლი, რას ნიშნავს ის, გარკვეულწილად ცნობიერება იკეტება და შესაძლებელია ასეთი ტრადიცია აღმოჩნდეს საკმაოდ მძიმე ტვირთი. არსებობს ასეთი ცნება- ტრადიციის დესტრუქცია, რომელიც იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დავანგრიოთ, გადავაგდოთ, მოვსპოთ რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ გადავწმინდოთ ეს ტრადიცია იმისათვის, რომ დავინახოთ, რა იმალება საფუძველში. ამის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ერად ჩამოყალიბება. ერად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რასაც ამბობდა ილია - ჩვენი არჩევანით ვქმნით არა მარტო მომავალს, არამედ ვირჩევთ წარსულსაც. წარსულიდან რაღაცის გაუცნობიერებლად აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც არჩევანს კი არ აკეთებს, არამედ რაღაცას იღებს არჩევანის გარეშე.

1.ქორწილი-უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღვნიშნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში ქართველებს კი როგორც ერთ-ართ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.




ქართული საქორწილო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებს:დაკლევა-გარიგება;დაწინდვა-ნიშნობა;საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში. სამგლოვიარო ცერემონიალზე. ყანის მკისა და პურის ლეწვისას.წყარო წყლის მოტანისას.ეს ქალ ვაჟტა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ.ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანმკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს, მაჟანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთს ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქარტველოსი იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც.გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვიაჯოხიისარიდამბაჩახანჯალიყვავილივაშლიქუდი და სხვამასთანრადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისადენერგიას მოითხოვდასაპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.

ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყოეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმადგვარისოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტიკერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლოქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაცცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდაკერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებასრომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმაამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილისაქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.



ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არა თუ შეიცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.

საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მაყრული. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაცთამაშდებოდა პატარძლის დამალვავაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნაშემდეგ გამოსყიდვასიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევანეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდავაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთიახის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსადრაც აყვავებას გულისხმობდასასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეშიმრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.

მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლიის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახსშემდეგ კი ვაჟის სახლში მიდისმახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს.დამხვდურები კი მას ტკბილეულით იმასპინძლდებიან.ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს...
იუმორი,სიცილი, სიმღერა,ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ.ქართული დალოცვა-სადღეგრძელოების მთავარი თემაა   ნეფე-პატარძალი. მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, გამრავლებასა და ბედნიერებას უსურვებენ.

ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.


2.ასპარეზობა-ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო საკუთრივ ცხენოსნობა (დგენა,დოღი,მარულა, ცხენნი, ჯირითი, თარჩია), ბურთაობა (ჩოგანბურთი,გადრი,რადი), საგანთსროლა(ყაბახი, აშფაშაგი),ჩალისობა და სხვა შეჯიბრი, რაც ცხენთან, ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული.ასპარეზობა ნადირობასთან ერთად ფიზიკურ აღზრდის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა.თანამედროვე გაგებით ასპარეზობა ყოველგვარი სპორტის შეჯიბრება..........





3.ლომისობა- (აღდგომის მე-7 კვირა)-ლომისას დღესასწაულს წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები. ლომისობა აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლ მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია-აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას




4.ასკინკილა. -(აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში - "კინკილაობა", "სალაობა", "ლიპარიტი", სვანეთში - "კირინკაჩხვ", ან "ჭირინჭვა"), საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან ("ბოსტნიდან") მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე "ჩაჭრილია". მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე "ჩაუჭრელად" გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც - დამარცხებულის "დასჯისას". 




5.ბერიკაობა-ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან ბერ“ (შვილი).
ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).
დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს, თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო




6.თარჩია, ძველებური ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშობენ მოედანზე ან მინდორზე. წინასწარ განსაზღვრავენ თამაშისათვის განკუთვნილ დროს. ჯერ თამაშში მონაწილეობის მსურველებს იწვევენ, შემდეგ თამაშის 4-ვე მონაწილე შეჯიბრებაზე დამსწრე ქალიშვილთაგან აირჩევს მსაჯს. მსაჯი თავის მხრივ ერთ-ერთ მონაწილეს მკლავზე ან საყელოზე დაუმაგრებს ფერად მანდილს (ამ მოთამაშესაც თარჩია ჰქვია). შემდეგ მოთამაშეები დასცილდებიან მსაჯს 100  და მსაჯის ნიშანზე თამაში იწყება. თამაშის მიზანია დაეწიონ თარჩიას, რომელიც ყოველნაირად ცდილობს თავი დააღწიოს მდევრებს და მანდილი მსაჯს დაუბრუნოს. თუ მოთამაშემ ეს მოახერხა, გამარჯვებულად ცხადდება და მსაჯი მას იმავე მანდილით აჯილდოებს, თუ რომელიმე მოთამაშე დაეწევა თარჩიას და ჩამოართმევს მანდილს, თამაში შეწყდება, მონაწილენი მანდილის ახალ პატრონს 50 -ით სცილდებიან და მსაჯის ნიშანზე თარჩია კვლავ იწყება.




7.ლახტაობა, ქართული ხალხური თამაში. მოთამაშე ვაჟები კენჭისყრით ორ თანაბარ ჯგუფად იყოფიან. ერთი ჯგუფი თავმდამსხმელებისაგან შედგება, მეორე  თავდამცველებისაგან, რომლებიც იცავენ ლახტებს და თავიანთ თავს. ლახტაობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თამაში იყო ძველ საქართველოში, იგი მიზნად სიმამაცის და ვაჟკაცური თვისებების გამომუშავებას ისახავდა ახალგაზრდობაში. ამ თამაშში თავისებურად უნდა იყოს ასახული სიმაგრეთა დაცვის სიმბოლიკა.



8.ყაბახი  ძველი ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშის მიზანია: ანძაზე (ყაბახზე) შემოდებული ნიშნის (უმთავრესად თასის) ისრით ჩამოგდება. შინაარსი და წესები: მშვილდოსანი მხედრები მწკრივდებიან სასტარტო ხაზთან. მსაჯის ნიშანზე ერთ-ერთი მხედარი ჭენებით უახლოვდება ანძას, რომელზეც შემოდებულია სანიშნო საგანი. ანძასთან სასურველ მანძილზე მიახლოვებისას მხედარი. ისარს გაისვრის მიზნის მიმართულებით, შემდეგ გადაკვეთს ფინიშის ხაზს და ჩერდება. მას შემდეგ, რაც შეჯიბრის მონაწილენი დაამთავრებენ პირველ ცდას, მათ ეძლევათ მეორე ცდის უფლება; ამჯერად უკვე ფინიშის ხაზი სტარტის ხაზად იქცევა.
შეჯიბრების შედეგები ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეძლებენ მხედრები სამიზნის გადმოგდებას და რამდენ დროს დახარჯავენ ამისათვის.



9.კალანდობა გურიაში-კალანდა ანუ იგივე კალანდრა, კალანდობა- სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. ქართველებს კი, ჩიჩილაკის "ავტორობაში"კონკურენტი არ გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ის ევროპულ ნაძვის ხეს ღირსეულ მეტოქეობას უწევს სიძველითაც , თავისი შინაარსიტაც და რაც მთავარია - გარეგნული სილამაზითაც.




10.ალილო-ოცდაერთი საუკუნის წინათ,ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია.
მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ: „ალილო წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან ალილუია“, რაც ნიშნავს აქებდით უფალსა“. მეალილო-მგალობლები .. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილოები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც.


 11.აღდგომა-ქართველი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი ვაცხობტ პასკებს, წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.





12.ლაშარობა-(1 ოქტომბერი)-ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე .. "ლაშარის გორაზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში. არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, თუმც ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს..
ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.





14.ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები-საქართველოს მთიელები-ხევსურები,თუშები,ფშავები,გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა.
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად.პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი,რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია,ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.





ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის  შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.