Friday, December 21, 2012

კომპიუტერი VS წიგნი

                                             კომპიუტერი თუ წიგნი???



ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად, დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს: ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას, რაც შეიძლება დაავიწყდესო.
ფარაონი შეშფოთებულა; ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ-ადამიანის თავზე და უთქვამს: ეს (დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას). 
ცხადია, დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის, რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს, არამედ აწრთობს, ძალას მატებს.
XV საუკუნეში, როცა ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლობის ტაძარში"    მოთხრობილი ამბები ხდებოდა, წიგნის ბეჭვდა ახალი გამოგონებული იყო. მაშინ ადამიანთა სულიერი აღზრდისთვის ძირითადათ ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ, წიგნს კი შედარებით უნდობლობით ეკიდებოდნენ-ადამიანი ღმერთს არ დააშოროსო, ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვიძოსო. ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს პერსონაჟმა-აბატმა კლოდ პროლომ-ჯერ წიგნზე, შემდეგ ტაძარზე და ბრძანა:ეს (წიგნი) მოკლავს ამას(რწმენას). 
ამის შემდგომ კარგა ხანი გავიდა.ახლა უკვე ვითარება შეიცვალა და თვით წიგნს გამოუჩნდნენ კონკურენტები:ჯერ პოთოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინო ხელოვნება გაჩნდა, შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყო ქვეყანა. ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა.



დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ, შემდეგ-წიგნზე და კვლავ ამ ფრაზას იმეორებენ:  ეს მოკლავს ამას!..
ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს???
აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: არსებობს ორგვარი წიგნი-საკითხავი და საცნობარო.
პირველს, ჩვეულებისამებრ, თავიდან ბლომდე მიყოლებით კითხულობენ და იკვლევენ; მეორეს(საცნობაროს) ხანგამოშვებით მიაკითხავენ, რათა იქიდან საჭირო ცნობები ამოკრიბონ. კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შცვალოს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის. 
კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა. კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ წიგნის შეცვლა მას არ შეუძლია.
ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა გამოიაროს სიკვდილ- სიცოცხლის მარადიული გაკვეთილები. ამ არაჩვეულებრივ ცოდნას კი მხოლოდ წიგნები იძლევიან...
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსებიდა თან ამასაც ამატებენ: კომპიუტერი მოკლავს წიგნს.
მერწმუნეთ ეს არ მოხდება. წიგნმა მრავალ საუკუნეს გაუძლო და დღემდე სახეზე გვაქვს, თანაც უფრო და უფრო ვითარდება და საინტერესო ხდება წიგნის მოხმარება, ხოლო კომპიუტერი რამოდენიმე ათეული წელია რაც შეიქმნადა კაცმა არ იცის ის რამდენ ხანს იქნება ჩვენს ცხოვრებაში. წიგნმა თავისი ძლიერება დაგვიმტკიცა და სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს ის. წიგნი არის განათლების და ინფორმაციის მიღების ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება. ადამიანი წიგნის კითხვის დროს იმ კონკრეტულმოვლენას აღიქვამს რაც წიგნში წერია, იქ მოტანილი გმირების აზრებსაც განიცდის და მთლიანად წიგნში არის შესული გონებით. ხოლო როდესაც კომპიუტერით კითხულობ მხოლოდ თვალების დაღლას და მობეზრებას ვგრძნობთ. თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს აკლია რაიმე განცდა, რაც მხოლოდ წიგნმა უნდა შეავსოს? ჩემი აზრით ადამიანს ნამდვილად აკლია მსგავსი განცდები, რადგან რაც მხოლოდ წიგნს შეუძლია ეს სხვა ვერანაირ ნივთს არ ძალუძს. წიგნი ადამიანს აიძულებს იფიქროს, გონება დაძაბოს და ფანთაზიის უნარი გამოიმუშავოს. ხოლო თანამედროვე
ცხოვრებაში შეუძლია რაიმე სხვას ამ განცდების შევსება? კომპიუტერს.
.. კომპიუტერით შეგვიძლია
მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად, უპრობლემოდ და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე, რაც გვხვდის ტექნოლოგიის ზემოქმედების ქვეშ. გონებას კომპიუტერი ფიქრის საშუალებას
არ აძლევს
, რადგან ის მარტივად გვეხმარება. სიმარტივე, უპრობლებომა გვხვდის სუსტ ადამიანებად და გვიჩლუნგებს გონებას. როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნით ინფორმაციის მოძიება გაცილებით
რთულია რითაც ჩვენ გონებას ვხსნით და ვყალიბდებით გონიერ, მოაზროვნე პიროვნებად. ჩვენ
თითქოს კომპიუტერს ვმართავთ და ვართ მასზე ბატონები ხოლო ის მონა, თუმცა საბოლოოდ გამოდის
რომ მონა მასთან შედარებით ჩვენ გამოვდივართ.კომპიუტერი სიმარტივეს გვაჩვევს
, ხოლო წიგნი სირთულეს. დამეთანხმებით მიზნის მიღწევისას სიმარტივე ადამიანისათვის უინტერესოა, ხოლო სირთულის დაძლევა ფასეულია. წიგნი ხომ ღვრთივკურთხეულია და მის დამარცხებას ვერაფერი შესძლებს !!!. ..

თუმცა დღესდღეობით კომიუტერი და ინტერნეტი იძლევიან იმის საშუალებას რომ მივიღოთ თნამედროვე და საჭირო ინფორმაცია, გვაძლევს შესაძლებლობების რაელიზებისა და თავის წარმოჩენის საშუალებას. წიგნი კი დამეთანხმებით სულ სხვა  სფეროა, სხვა შესაძლებლობებსა და განვითარების საშუალებას იძლევა,. რომლის ჩანაცვლება კომპიუტერით შეუძლებელია.


2 comments:

  1. me ar vfiqrob rom kompiuteri cudia radgan exlandeli taoba kompiuteri rom ara ver ganvitardebodnen

    ReplyDelete
  2. ki martalia kompiuteri dzalian kargia da shsadzlebelia mis gareshe axlandeli taoba ver ganvitardes, magram chemi azrit wigns mainc ver agudgeba win kompiuteri da tan mitumetes wigni upro sazrovno, saintereso wasakitxia da aseve sheigrdznob mis gancdebs xolo kompiuteri advilia da chemi azrit gvachlungebs axlandel taobas...

    ReplyDelete