Monday, December 24, 2012

"FAST-FOOD" VS HEALTHY???


სწრაფი კვება და ჯანმრთელობა


ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.



თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ .. FAST-FOOD- სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს.


ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს?



მხედველობაში მიიღეთ, რომ FAST_FOOD-ის ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.




კვების ესთეტიკ
ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში მოქმედებს ბავშვებისთვის განკუთვნილ ფასტ ფუდზე ამრძალავი რეკლამა. და ეს სწორიც არის, რადგან ბავშვები არიან ყოველივე მიმზიდველის, მაცდუნებლისა და... მავნებლის მთავარი "დამფასებლები". ამიტომ უნდა შეიარაღდეთ სწრაფი კვების მეგაკორპორაცი-ებისთვის დამახასიათებელი ხერხებით - მოამზადეთ საუზმე ბავშვებისთვის საკმაოდ მიმზიდველად, ისე, რომ მან დაჩრდილოს ყველა სახის ჰამბურგერი, ჰოთდოგი, ჩისბურგერი და .. მაგალითად, გაჭერით შუაზე გემრიელი და გარეგნულად მიმზიდველი ფუნთუშა ან საბუტერბროდე პური, მოამზადეთ მრავალფეროვანი შიგთავსი: მწვანე სალათის ფოთოლი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, უცხიმო ხაჭო ან ყველი (სულგუნიც შეიძლება). შიგთავსის შემადგენლობა შეიძლება ცვალოთ (თხლად შემწვარი კატლეტით ან თხლად დაჭრილი მოხარშული ხორცით), მთავარია მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, რომ მასზე ვერც დიდმა და მით უმეტეს ვერც პატარამ უარის თქმა ვერ შეძლოს. ბავშვიც ხალისიანად მიირთმევს "შინაურ ჰამბურგერს", თქვენც გეცოდინებათ, რომ იგი ყველაფერ სასარგებლოს შეიცავს და რაც მთავარია, ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.
ვიკვებოთ სწრაფად... დიახ, შეგვიძლია ვიკვებოთ სწრაფად და ამავე დროს ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს შესაძლებელია, მთავარია დავიცვათ რამდენიმე წესი. არ უნდა გამოვიყენოთ არანაირი მყარი ცხიმი, შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა, მივიღოთ მეტი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ცხიმები და მარცვლოვანი კულტურები. თქვენ და თქვენს შვილს გიყვართ შაურმა? მოამზადეთ .. პიტა შემდეგი შიგთავსით: ყველი, მწვანილი და ბოსტნეული. ეს "კონვერტი" რამდენიმე წუთით მოათავსეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ტაფაზე, რომელსაც მჭიდროდ თავდახურულს დადგამთ ძალიან ნელ ცეცხლზე. რამდენიმე წუთში კი... თითებს ჩაიკვნეტთ. "ჰამბურგერი" შავი პურითაც (ფუნთუშის ნაცვლად) არანაკლებ მადისაღმძვრელად გამოიყურება, კატლეტი შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული ხორცით ან თევზით, დაუმატეთ პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები და გოგრის თესლი. კიდევ ერთი საგულისხმო რეცეპტი: მოხარშული მწვანე ლობიო, პომიდორი და ყველის დაჭრილი ულუფები მოათავსეთ ტაფაზე, რომელიც დაფარული იქნება მცენარეული ზეთით, ყველაფერ ამას ზემოდან მოასხით ათქვეფილი კვერცხი. ხუთი წუთი და "ჯანმრთელი" კერძი მზად იქნება! სწრაფი კვების პროდუქტებში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს პომიდორი, რომელიც ვიტამინებით მდიდარია, ძალზე სასარგებლოა და ამასთანავე შეუძლია მავნე ჩვევისგან გაგვათავისუფლოს. როგორც აღმოჩნდა, პომიდორი და ზოგიერთი სხვა ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა) მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. მეცნიერები თვლიან, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება ეს მჟავა, მოწევის სურვილი მცირდება ან საერთოდ ქრება. ასე რომ, თუ გსურთ მოწევას თავი დაანებოთ, მოიმარაგეთ გემრიელი და მწიფე პომიდორი და აქტიურად გამოიყენეთ ის სწრაფი კვების პროდუქტებში. სწრაფი კვებაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ.
ჩემი აზრით FAST-FOOD მართლაც რომ მავნებელია და არ არის ჯანსაღი იგრედიენტებით დამზადებული კერძები მაგრამ მე ვფიქრობ რომ შეიძლება მირთვა FAST-FOOD-ის კერძები მაგრამ ამას სიტემატიური სახე არ უნდაა მივცეთ..მაგრამ სამწუხაროდ დღეს დღეობით ბავშვების 95% FAST-FOOD-ის მომხმარებელია და არც კი ფიქრობენ იმას რომ ეს შეიძლება მათი ჯამრთელობისთვის მავნებელი იყოს...აგრეთვე ჩემი აზრით FAST-FOOD-ი უნდა შემოწმდეს თითქმის ყოველ თვეში ერთხელ მაინც და უნდა შემოწმდეს  ის იგრენდიენტები რომელსაც იყენებენ FAST-FOOD-ის კერძებში...
 




Sunday, December 23, 2012

ღვინოს გამოყენება ხალხურ მედიცინაში


ღვინო საქართველოში
   ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ერთ_ერთ უძველეს ნატურალურ სამკუნალო საშუალებად საქართველოში ყურძნის ღვინო ითვლებოდა. ცნობილია, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველმა ხალხმა შექმნა მევენახეობა_მეღვინეობის ორიგინალური კულტურა.  ვაზი იყო საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წყარო, ამიტომ შემოსეული მტერი პირველ რიგში ვაზს ჩეხავდა ქვეყნის დასაუძლურებლად. ერთი ქართული ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ადამიანი, ვაზის ცრემლებით მოზელილი მიწისაგან შექმნა.ისიც ცნობილია, რომ ძველ ცივილიზებულ სამყაროში, სადაც კი არსებობდა ვაზის კულტურა, ღვინის სამკურნალოდ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. ღვინო ,როგორც სამკურნალო საშუალება მოხსენიებულია სხვა ქვეყნების წყაროებშიც: ჰომეროსი ,,ილიადაში იხსენიებს ორ მეომარ ექიმს _ მახაონსა და პალადირს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ, აგრეთვე ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს. ცნობილი რომაელი ექიმი კლავდიუს გალენა დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ ღვინის ხსნარში დასველებულ საფენებს იყენებდა.

ბუნებრივია, რომ ვაზისა და ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც, ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას საუკუნოვასზანი ფესვები გააჩნია


ღვინოს გამოყენების სხვადასხვა წესი ხალხურ მედიცინაში

      ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინოს მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, მასტიმულირებელი და სამკურნალო საშუალება მრავალი სხვადასხვა სახის (ბავშვთა ასაკში გავრცელებული ზოგიერთი სახის დაავადებების _ ,,სიმჭლე~, ,,საყმაწვილო~; გინეკოლოგიური, ტრამვული, თერაპიული და სხვ.) დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც ცალკე ისე სხვა ინგრედიენტებთან ერთადაც.

კარაბადინების მიხედვით სხვადასხვა დაავადებების დროს ღვინო განსხვავებული წესით გამოიყენებოდა: ,,ღვინითა შეზილოს~ (მაგ. მალამო), ,,ღვინითა დაალბოს, ,,ღვინო წყალსა გაურიონ, ,,ორთქლი ღვინისა“, ,,ცოატი ღვინო დიდსა წყალსა გაურიონ~ და სხვ.

 ანალოგიურია ღვინის სამკურნალოდ გამოყენების გზები ხალხურ მედიცინაშიც. მკურნალობენ სუფთა ღვინით, წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით_ინჰალაციით, ღვინოზე ცივად შეზელილი წამლით. ზოგიერთ დაავადებას, მაგ: ტრამვულს (ჭრილობა, მოტეხილობა დამწვრობა და სხვ.) ალკოჰოლიანი ღვინით მკურნალობდნენ, ზოგიერთს კი (ბავშვთა, გინეკოლოგიური, თერაპიული) ,,დადაღული~ ან ,,მოხარშული~. ხალხის დაკვირვებით ასეთი ღვინო სიმაგრეს (ალკოჰოლს) კარგავს, სხვა ყველა სასარგებლო თვისებას კი ინარჩუნებს. ,,დადაღული~ ღვინო მარტივი შემადგენლობის წამალია. მასში ჩააგდებდნენ ნაღვერდალს, მისი ჩაქრობის შემდეგ ნახშირს გადააგდებდნენ, ხოლო ღვინოს დაალევინებდნენ წამლად. ,,მოხარშული~ -კი რთული წამლის შემადგენელი კომპონენტია, იგი არის ძირითადი ნივთიერება, რომელშიც სხვადასხვა დანამატებს ურევენ (დაავადების ხასიათიდან გამომდინარე).

 აღსანიშნავია, რომ ხალხურ მედიცინაში უპირატესი გამოყენება შავ ღვინოს აქვს, მას უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. კარაბადინების მიხედვით კი სამკურნალოდ ყველანაირი ღვინო გამოიყენებოდა, უფრო კი ,,ძუელი .


ღვინის უარყოფითი თვისებები

   ხალხი ღვინის სასარგებლო თვისებებთან ერთად, მისი გადაჭარბებული სმის შედეგად გამოწვეულ უარყოფით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, _,,გადამეტებული ღვინის სმა და ლოთობა თავად იწვევს სხვადასხვა დაავადებებს~_. იგივე თვალსაზრისია გატარებული კარაბადინში:  ,,მაგრამ თუ კაცი ბევრსა ღვინოსა სვამს, კაცსა აწყენს და ღვიძლს დაუკოდს, თავსა და ხელებს აუთრთოლებს, თუალთა ცრემლსა და წუწსა მოადენს~ (ბაგრატიონი).

როგორ ვიმკურნალოთ ღვინით?


·        ჭრილობის დამუშავებისას
როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში სამკურნალო საშუალებად ფართოდაა წარმოდგენილი ღვინის ძმარიც.

  ჭრილობაზე აფენდნენ ღვინის ან ძმრის საფენებს (კომპრესს): დაჩირქებულ ჭრილობაზე ჯერ წავუსვამთ ღორის ქონს და მერე ღვინის ან ძმრის საფენ ავაფენით, რომ გაშრება, გამოვუცვლით“ , ასევე ალკოჰოლი (სპირტი) თანამედროვე მედიცინაშიც ჭრილობების დასამუშავებელი ანტისეპტიკური ხსნარების მთავარი შემადგენელი ნაწილია.
·        დამწვრობისას
 ღვინო და ღვინის ძმარი განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი დამწვრობის მკურნალობაში როგორც დაზიანებული, სეპტიკურად დასამუშავებელი ნივთიერება და როგორც წამალი. დამწვარს ,,პირველად ღვინოს, ან ღვინის ძმარს გადავასხავდით, რომ არ აპეპკილიყო~_ გადმოგვცემენ მთხრობელები. ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა შავ ღვინოში მოზელილი სიმინდის ფქვილის ცომი, რომელსაც დააფენდნენ დამწვარზე და გაშრობისთანავე უცვლიდნენ, ან ასველებდნენ ღვინით.    დამწვრობის სამკურნალოდ ძმრისა და ღვინის გამოყენება დამოწმებულია ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებშიც. ,,ვინცა ამა ჭადრისა ქერქი ძმარშიგა მოხარშოს და დამწვარზედა დაიდვას და ან მარტო ძმარი შეიცხოს, დამწვარსა ხორცსა გაამთელებს~ (ბაგრატიონი).
·        მოტეხილობა,ღრძობა
ხალხური მედიცინა ღვინოს მოტეხილობის მკურნალობაშიც იყენებს, შავ ღვინოში ხარშავენ მცენარე საროს ძირებს და აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ. ასევე წყალ_ღვინისა და დანაყილი ნიგვზის შერევით ამზადებდნენ ნაღრძობის სამკურნალო წამალსაც.
·        ,,სიმჭლის//,,გოჟოს“ სამკურნალოდ
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებული მძიმე დაავადების ,,სიმჭლის~//,,გოჟოს~ ღვინით მკურნალობდნენ. ასეთ ბავშვს (რომელიც აღარ იზრდება, კუნთები მოდუნებული და მომჩვარული აქვს, ახასიათებს სიგამხდრე, უმადობა, ყვითლდება და სხვ.) ღვინოში სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნახარშის აბაზანებით მკურნალობდნენ.
·        გინეკოლოგიაში
 ახლო წარსულში, იმერეთში ,,ექიმბაშები~ სხვადასხვა (თერაპიული და გინეკოლოგიური) დაავადებების სამკურნალოდ შავ ღვინოზე ,,დადუღების~ წესით ამზადებდნენ ძვირად ღირებულ წამლებს, რომლებშიც ღვინის გარდა მრავალი სხვა სამკურნალო ნივთიერება შედიოდა. როგორც გადმოგვცეს სხვადასხვა გინეკოლოგიური (უშვილობა, კლიმაქსური მოვლენები და სხვ.) დაავადების სამკურნალოდ ავადმყოფს 9 ლიტრი წამალი უნდა დაელია ოცდაერთ დღეში. (1991 წელს სამი ლიტრი წამალი 90 მანეთ იღირდა.

v მშობიარობის შემდგომი ,,მუცლის ტკივილისას“

მშობიარობის შემდგომი ,,მუცლის ტკივილის~ დასაამებელად, ღვინოზე დამზადებული წამლების ორი სახეა 1.ღვინოს მოადუღებდნენ და ნივრით შეაზავებდნენ;2.  2 ჭიქა ღვინოში მოხარშავდნენ ერთ ჩაის კოვზ ლიავის თესლს, ადუღებდნენ 15_20 წუთს.

v უშვილობის სამკურნალოდ

 უშვილობის სამკურნალოდ კარაბადინებშიც ღვინოზე დამზადებული წამლებია მოწოდებული, ოღონდ წამლის ფორმაა განსხვავებული. ნახარშის მაგიერ კეთდება კვერები, აბები (თხილისხელა), რომელიც თანამედროვე გინეკოლოგიური სანთლების ანალოგიურად გამოიყენებოდა.

v უშვილობისას

ქალი რომ არ ფეხმძიმდება  საჭიროა: თხის ქონი გაადნონ და გაწურონ,უმი კევი(სპარსული) შეურიონ ძველ ღვინოში და გაასქელონ მალამოს მსგავსად. შესქელებული მასა თხის ქონით კარგად შეზილონ და გააკეთონ ერთი თხილის ოდენა გუნდა.
·        შინაგანი დაავადებებისას
 ხალხურ მედიცინაში ღვინოზე ნახარში წამლები გამოიყენებოდა შინაგანი დაავადებების- ,,მუცლის ტკივილის~, ღვიძლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდაც....სამ ლიტრ შავ ღვინოში მოხარშავდნენ ერთ კილოგრამ მაყვლის ძირებს, ხარშვით დაიყვანდნენ ერთ ლიტრზე და ჭამის წინ 100 გრამს ასმევდნენ ავადმყოფს.
·        ღვიძლის დაავადებისას
 ღვიძლის სამკურნალოდ კარაბადინებში ღვინოზე დამზადებული ნახარში წამლებია მოწოდებული (ფანასკერტელი).

 ალოეს და მაისის უცეცხლო თაფლს შეურევდნენ თანაბარი რაოდენობით (600_600 გრ.), დაუმატებდნენ სამ სუფრის კოვზ არყის ხის კვირტს და სამ ლიტრ შავ ღვინოს (ხვანჭკარა). აღნიშნული წამალი ღვინოზე ცივად დაყენების წესით მზადდება. აკეპილ ალოეს და სხვა ინგრედიენტებს ჩაყრიან ღვინოში და ბნელ და გრილ ადგილზე დადგამენ.

·        ყურის ტკივილისას
 სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო ნახარშ წამლებში ემატება,,ღვინოზე დასადუღებელი~ (ღვინოში მოხარშული) მცენარეები: ლიავი; ბროწეულის კანი; ასკილის და ლეღვის  ყლორტები; მაყვლის ძირები; ალოე და სხვა. ჩამოთვლილი მცენარეები ტკივილგამაყუჩებელ და სამკურნალო თვისებებს შეიცავენ. ყურის ტკივილის დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ.
·        კბილის ტკივილისას
ღვინო გამოიყენებოდა კბილის ამოღების დროს როგორც ასეპტიკური გამოსავლები საშუალება. ღვინოში მოხარშული ბროწეულის ქერქის ნახარში კი, კბილის ტკივილის სამკურნალო საშუალება იყო.

 ზაზა ფანასკერტელის კარაბადინში ვკითხულობთ _ ,,სხუა წამალი კბილისა, რომე იძვროდეს და ჯანგი ეკიდებოდეს _ აიღე: პიტნა და ღუინითა კარგად ადუღე. ისი ღუინო პირშიგა დაიჭიროს და ერგოს~. წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ მხოლოდ მცირე ნაწილი ღვინით





მკურნალობის ტრადიციისა საქართველოში, თუმცა, როგორც წარმოდგენილი მასალიდანაც ჩანს, ღვინოს როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში გამოყენების ფართო სპექტრი ჰქონდა და დღესაც აქვს.