Wednesday, January 9, 2013

ცრურწმენები და სტერეოტიპები

ცრურწმენები

ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

დაკვირვებიხართ ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენჯერ გითქვამთ ფრაზა : “ოჰ , სისულელეა , ცრურწმენაა და მეტი არაფერი , არ მჯერა ! ”   თუმცა გულის სიღრმეში მაინც ითვალისწინებთ მოსალოდნელ შედეგს და  ცდილობთ ამ “ცრუ ” რწმენის წინააღმდეგ არ იმოქმედოთ .

საქართველოში დამკვიდრებული ცრურწმენები დამაინტრიგებელ და ამავდროულად საკმაოდ იუმორისტულ ხასიათს ატარებს , ამასთან აღსანიშნავია რომ ისინი ორ სახეს განეკუთვნებიან ავისმომასწავებელსა და კარგის მომასწავებელს.

ცრურწმენების სჯეროდათ და სწამდათ ოდითგან.  წარსულში მომხდარი უცანური ფაქტებით დამკვიდრებული რწმენები დღემდე შემორჩა ხალხში.   ძირითადად მათი რწმენა ბებია-ბაბუების თაობას ახასიათებს. რომლებისგანაც გამუდმებით ისმის რჩევა დარიგებები იმ ფატალური შედეგების თაობაზე ,რომელიც შეიძლება მოგვიტანოს :
თვალის თამაშმა
შავი კატის წინ გადარბენამ
ყვავის გადაფრენამ თუ მისმა ჩხავილმა


მარილის დაყრამ
ნაგვის ღამით გადაყრამ
მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ
ღამით თმის ან ფრჩხილების მოჭრამ
სარკის გატეხვამ
ჩანგლის დავარდნამ (არასტუმართმოყვარეთათვის  )
სახლში სტვენამ
სიზმარში კბილების ამოღებამ
მაგიდის კუთხეში გასათხოვარო გოგონას დაჯდომამ
საპონის ხელიდან ხელში გადაწოდებამ
ქუდის მაგიდაზე დადებამ
ფულის ორი თითით გამორთმევამ
კარის ზღურბლზე დადგომამ
მზესუმზირის სახლში ჭამამ…


ზემოთ ჩამოთვლილი ცრურწმენები იმ ნაცნობი ფრაზების სახით ჩამოვწერე რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას “ამკობენ . ” სწორედ ისინი მიეკუთვნებიან ავის მომასწავებელთ , თუმცა საინტერესოა რას გვიქადიან კეთილის მსურველნი.

მაგალითად  ჩიტის ფეკალიების მასპინძლობა – გამდიდრებას გვიქადის.

ცრურწმენების შემსწავლელი მეცნიერება რომ არსებობდეს , ამ დარგის მიმდევრებს რთული საქმის კეთება მოუწევდათ. წარმოიდგინეთ რამდენი სახის ცრურწმენაა ირგვლივ და რა იქნებოდა მათი დახარისხება , ტიპებისა და მნიშვნელობების გამორკვევა.



1.უცნაური და დამთრგუნველია საქართველოში არსებული ცრურწმენები მიცვალებულთან კავშირში.
იცოდით თუ არა რომ ..
მიცვალებულის  კუთვნილი ნივთების გამოყენება და მისაკუთრება არასახარბიელოა ცოცხალი ადამიანისთვის.
გავიგე , თურმე 2 სკამი რომლებზედაც მიცვალებულის სასახლე ასვენია , გასვენების შემდგომ აუცილებლად გააქვთ სახლიდან და ამტვრევენ.
ასევე აღსანიშნავია , რომ სახლში ყვავილის , ფოთლის ნასახიც კი არ უნდა დარჩეს პანაშვიდების შემდგომ .
ის კი ცნობილი ცრურწმენაა , რომ ყველა სარკეს ფარდა უნდა ჩამოეფაროს , სახლში როდესაც მიცვალებულია.

2.ასევე არსებობს ცრურწმენები ქორწინებასთან დაკავშირებით.
პატარძლის თაიგულის “დაპატრონება” გათხოვებას უქადის ამ პირს.
ქორწილის დღეს ,ნეფე-პატარძლის მიერ  , კარის ზღურბლზე, ფეხით დამსხვრეული თეფშის ნატეხის ბალიშის ქვეშ  დადება პიროვნებას მომავალი საბედოს დასიზმრებას უქადის.



ცრურწმენები ორგვარია: კარგის მომასწავებელი და ცუდის მომასწავებელი. მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენებიდან რამდენიმე მათგანი მაინც ყველაზე პოპულარულია.

ცუდის მომასწავებელი ცრურწმენები


3.კიბეები-დიდი ხნის წინ მისადგმელი კიბე ადამიანის ჩამოსახრჩობად გამოიყენებოდა. სახრჩობელას კიბის უკანაკსნელ საფეხურზე ამაგრებდნენ ისე, რომ სიკვდილმისჯილი სამკუთხა ფორმის სივრცის შორის მოქცეულიყო.
არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც ადამიანს ამგვარი მეთოდით დასჯიდნენ სიკვდილით, მისი სული მცირე ხნით კიბის ქვეშ ჩერდებოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კიბის ქვეშ, სამკუთხა სივრცეში გავლა ცუდ იღბალთან ასოცირდება
.

4.გატეხილი სარკეები-ძველ დროში თურმე ბევრს სწამდა, რომ, როცა ადამიანი სარკეში იყურება ის საკუთარ სულ ხედავს, ანუ სარკეში ადამიანის სული აირეკლება. აქედან წარმოიშვა ცრურწმენა, თითქოს, სარკის გატეხვა ავს მოასწავებს………….
ცუდი იღბალის თავიდან ასაცილებლად 7 საათში, მას მერე, რაც სარკე გატყდება (თითო საათი თითოდაწყევლილიწლისთვის) ნამსხვრევები მთვარის შუქზე, მიწაში უნდა ჩაიფლას.





5.შავი კატა-უძველესი დროიდან მოიაზრება საფრთხის მანიშნებლად. ზოგიერთ თანამედროვე ადამიანს, როცა ფეხით სიარულისას წინ შავი კატა გადაურბენს, ურჩევნია გზასხვასდაუთმოს.



6.ბუები-ერთ-ერთი გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, თუ ბუ თქვენს ფანჯარაში შემოიხედება, ან თქვენ მას დღის განმავლობაში დაინახავთ (რაც საკმაოდ იშვიათია), ცუდი იღბალი სამგზავრო ჩანთასავით გაქვთ ზურგზე აკიდებული.

7.ბეღურები-კიდევ ერთი ფრინველი, რომელიც ცრურწმენებთან ასოცირდება, ბეღურაა……………..
არსებობს მოსაზრება, რომ ბეღურები მიცვალებულთა სულების მატარებლები არიან და მათი მოკვლა ცუდის მომასწავებელია.

8.რიცხვი 13-უძველესი დროიდან გამოირჩევა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით. მრავალ ადამიანს ის თარს რიცხვად მიაჩნია. ამ შეხედულებას ბევრი თეორია უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია ქრისტეს მოწაფეს, იუდა ისკარიოტელს უკავშირდება. ბიბლიის მიხედვით, საიდუმლო სერობის ბოლო (ანუ მე-13) სტუმარი სწორედ იუდა იყო. რიცხვ 13-თან დაკავშირებულ ცრურწმენას სხვა საფუძვლებიც აქვს.






9.მარილი-ერთ დროს სწამდათ, რომ მარილს სასწაულებრივი თვისებები გააჩნია. დღემდე, მრავალი ადამანისთვის მარილის დაბნევა ავის მომასწავებელია. ამ ცრურწმენის თანამოზიარეებს სჯერათ, რომ თუ სახლში მარილი ძირს დაიბნევა, ოჯახში ყველაფერი ცუდი, მათ შორის ვინმეს სიკვდილიც კი მოსალოდნელია.

კარგის მომასწავებელი ცრურწმენები
10.კურდღლის-თათი საკმაოდ გავრცელებული თილისმაა. ბევრი მას ბედნიერების მომტანად მიიჩნევს.
ჩვეულებრივ, მას ყელზე იკიდებენ, ან შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში უდევთ. ამ ცრურწმენის თანახმად, რაც უფრო ძველია კურდღლის თათი, მით მეტი იღბალი მოაქვს.

11.ცხენის ნალი-ძველი თქმულების თანახმად, ალქაჯებს არ უყვართ ცხენები და ცხენის ნალი მათგანთავდასაცავადკარგი საშუალებაა. თუ ცხენის დაკარგულ ნალს იპოვით, ისე, რომ მისი ჩაღრმავებული მხარე ზემოთკენ იქნება მოქცეული (ცრურწმენის თანახმად, “ბედნიერებანალის ჩაღრმავებულ ადგილას იყრის თავს), მას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ. მას შემდეგ რაც ნალს იპოვით, იგი სახლში უნდა მოიტანოთ და ოთახის კარის თავზე ჩამოკიდოთ (რა თქმა უნდა, ისე, რომ ბედნიერება ძირს არ გაგებნეთ). გარდა იმისა, რომ იგი ბედნიერებას მოგიტანთ, ბოროტი ალქაჯებისგანაც დაცული იქნებით.






12.ფრინველის მკერდის ძვალი-Wishbone – სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად ფრინველის მკერდის ძვალი (wish – სურვილი; bone – ძვალი). ორმა ადამიანმა ინდაურის ან ქათმის გამშრალი მკერდის ძვალი სხვადასხვა მხარეს უნდა მოქაჩოს. ძვალი გატყდება და ის, რომელსაც უფრო დიდი ნაწილი შერჩება ხელში, შეუძლია სურვილი ჩაიფიქროს.

13.სამყურა-ბალახოვანი მცენარეა. ერთ-ერთი ცრურწმენის თანახმად, იგი ადამიანებსა და ცხოველებს ბოროტებისგან იცავს
სამყურას ღეროზე ჩვეულებრივ სამი ფოთოლი აქვს. ოთხფოთლიანი სამყურას პოვნა კი ზოგჯერ კარგ იღბალთან ასოცირდება. ეს ცრურწმენა უმეტესად ირლანდიელებშია გავრცელებული.




14.გაბზარული თეფშით ან ფინჯნით ნუ ისარგებლებთუბედურებას მოგიტანთ.
საქმე იმაშია, რომ თეფშის ბიოველის მახასიათებლები გაბზარვის შემდეგ შეიცვალა და ეს ხდება , ჩვეულებრივ კარგიდან ცუდისკენ. თქვენ ამ თეფშით ხშირად სარგებლობთ, ჭურჭლის უარყოფითი ველი გადაეცემა კერძს და ხვდება თქვენს ორგანიზმში. ბინაში, ალბათ სხვა გაფუჭებული ნივთებიც გაქვთ. მაშასადამე უარყოფითი აურა ძლიერდება და შესაბამისად რაიმე სენის ან უსიამოვნების რისკი იზრდება.

15.ცარიელ ბოთლს მაგიდაზე ნუ დადგამთ – უფულობა იცის ხალხში არის რწმენა , რომ ცარიელ ჭურჭელში შეიძლება ავმა ძალამ დაიბუდოს, ამიტომ უთავსახურო ჭურჭელს დიასახლისები, ჩვეულებრივ პირქვე დამხობილს ინახავენ თაროებზე. ეს ჰიგიენურადაც გამართლებულია :)

16.ორნი ერთდროულად ერთი პირსახოცით ნუ შეიმშრალებთ – წაიჩხუბებთ.
 ხალხს სჯეროდა, რომ ამ დროს მეორე ის ”უცხო”, ენერგიის ნაწილს გართმევთ და შესაძლოა , თქვენი აზრებიც ”წაიკითხოს”. სინამდვილეში კი იგი თავისი გამოსხივებით ცვლის ამ საგნის ენერგეტიკას და საგანს, ამ შემთხვევაში – პირსახოცს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მფლობელის ბიოველზე.






17.თეთრეულს ან პერანგს უკუღმა თუ ჩაიცმევ-ითვლებოდა, რომ საცვალს თუ უკუღმა ჩაიცვამ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარე მტრული სამყაროს ზემოქმედებისთვის აშიშვლებ იმას, რაც აქამდე დაფარული, ანუ დაცული იყო. თანამდროვე გაგებით კი საცვალი თუ პერანგი კანთან ერთად ქმნიან ელექტრულ სისტემას, რომელიც სხეულში ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს. თუ თეთრეულს უკუღმა იცვამ, არღვევ დამყარებულ ერთიანობას და ამის შედეგად ორგანიზმი სუსტდება. სწორედ ამიტომ, როცა ადამიანი უკუღმა ჩაცმული თეთრეულით დადის, თუნდაც ამას ვერ ხვდებოდეს, მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტს გრძნობს და დილიდან საღამომდე დაუშვებს იმდენ და ისეთ შეცდომებს, რასაც და რამდენსაც სხვა დროს არ დაუშვებდა.

18.მეზობლისგან ჭურჭელს თუ ითხოვ-ცარიელს ნუ დაუბრუნებ და შენიც ყოველთვის სავსე იქნება.ეს სუფთა ფსიქოლოგიაა.მაგ:თუ მეზობელს ქვაბს დაუბრუნებ არა ცარიელს, არამედ 5-6 ხინკალთან ერთად მაინც, ამით მადლობასაც ეუბნები და კეთილგანწყობასაც უმტკიცებ, თუმცაღა ენერგეტიკული თვალსაზრისით საქმე რთულადაა. ცარიელ ჭურჭელში რჩება ე.წ ენერგეტიკული ”ნალექი”, რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს უცხო ბიოველზე.თუ ჭურჭელს ნაწილობრივ რაიმეთი (ცხადია, საკვებით) შევავსებთ, ”ნალექი”განეიტრალდება და კეთილ მეზობელს აღარაფერი დაემუქრება. :)

19.მაგიდის კუთხეში თუ დაჯდები-7 წელი არ გათხოვდები/ცოლს არ მოიყვან
 შეკრული კუთხის წვეროდან მოდის ენერგეტიკა, რომელიც ასე ვთქვათ ჭრის მის წინ მდებარე ობიექტს/სუბიექტს ენერგეტიკულ დონეზე, რაც საკმაოდ არასასურველია!
 ასე, რომ ერიდეთ კუთხეში დაჯდომას, მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ მრგვალი მაგიდის ”კუთხეში” დაჯდეთ :)


სტერეოტიპები

ადამიანზე სოციალური ზეგავლენის მნიშვნელობის უარყოფა შეუძლებელია. თითოეული ადამიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძველზე ვითარდება და ორმხრივი ურთიერთქმედების ეს სისტემა ყოვლად აუცილებელია. თუმცა ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არის სტერეოტიპები (რწმენების ერთგვარი განზოგადებები), რომლებიც ადამიანში საზოგადოებასთან ურთიერთქმედების აღქმის მყარი სქემებით არის წარმოდგენილი.





 საუბარია სოციალურ სტერეოტიპებზე. ერთის მხრივ, სტერეოტიპები ადამიანს საშუალებას აძლევენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მთლიანობაში, ერთიანი კომპლექსის მსგავსად, აღიქვან სიტუაციები, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხვდებათ, რამდენადაც სტერეოტიპები შეიცავენ სტანდარტიზებულ კოლექტიურ გამოცდილებას და ადამიანს რაიმე მოვლენის უბრალო საერთო ფორმულას სთავაზობენ. ეს ეხმარება ადამიანის ცხოვრებაში ორიენტირებაში და განსაზღვრული წესით მიმართავს მის ქცევას. ასეთი სტერეოტიპული აღქმა ავტომატურად ხორციელდება, მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას "უფროსებს პატივი  უნდა ვცეთ", ცნობიერება ავტომატურად იღებს და ადამიანი აღარ განიხილავს დაწვრილებით რატომ უნდა ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ უნდა ვცეთ მათ პატივი, უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა. ამაშია სოციალური სტერეოტიპის პლიუსი, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა შესაძლო ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. მეორეს მხრივ, სოციალური სტერეოტიპები რეალობის აღქმას ამახინჯებენ,  სიტუაცია ან ობიექტი მასობრივი წარმოდგენის თვალსაზრისით განიხილება, ფაქტების, თანამედროვე მახასიათებლების და ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინების გარეშე. ის რაც კოლექტიური რწმენაა (საზოგადოებაში ცნობილი და მიღებული), აღიქმება, როგორც "კარგი", ხოლო ის რაც არაა მიღებული - აღიქმება, როგორც "ცუდი". გამოდის, რომ თუ ახალგაზრდა ადამიანი მოქმედებს სოციალური სტერეოტიპის გავლენით "ახალგაზრდობა რომანტიულობის და მეამიტობის დროა", ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. რა ხდება, მაშინ, თუ ის  ადექვატური რეალისტია? ამ შემთხვევაში, მას აშკარად რიგზე ვერ აქვს. ამგვარად, სოციალური სტერეოტიპების გავლენით ადამიანები არა მხოლოდ "იარლიყებს აკრავენ", არამედ აფასებენ "სწორია-არასწორია", ამგვარ შემთხვევებში შესაძლოა მოისმინოთ ფრაზები "ასე არავინ აკეთებს" ან  "ყველა ასე ცხოვრობს".



სოციალური სტერეოტიპების გარდა, რომლებიც ჯგუფთაშორისი ურთიერთობების სფეროზე მოქმედებს,  შეგვიძლია გამოვყოთ გენდერული (სქესის მიხედვით განსხვავებული) სტერეოტიპები - მამაკაცისა და ქალის გამარტივებული სქემატური და ემოციონალურად შეფერილი მყარი წარმოდგენები. ეს არის მასობრივი რწმენა იმისა, როგორ იქცევიან ნამდვილი მამაკაცები და ქალები. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, გენდერული სტერეოტიპები ადამიანთა ქცევას არაცნობიერ დონეზე არეგულირებენ. თითოეულ ადამიანს აქვს კულტურის, აღზრდის და სოციალური ნორმების მოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის გამარტივებული სქემების ნაკრები. აღნიშნულ სტერეოტიპებს ბავშვები უნებლიეთ ითავისებენ მშობლებთან, თანატოლებთან ურთიერთობის ასევე მიზანმიმართული აღზრდისა და სწავლების პროცესში. ბავშვი იბადება მდედრობითი ან მამრობითი სქესით, მაგრამ მხოლოდ აღზრდის შედეგად ხდება მამაკაცი ან ქალი, სწავლობს რა თავისი ქცევის შეწყობას მამაკაცის ან ქალისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნათა გარკვეულ ნაკრებთან. ამავე პრინციპით ხორციელდება ადამიანის  ქცევის კულტურული ნორმების სისტემაში შესვლის პროცესი. მისი ერთ-ერთო ცენტრალური ელემენტია გენდერული სტერეოტიპების (ვიზუალური, ემოციონალური და მორალურ-ეთიკური წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის შესახებ) გათავისება. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარი სტერეოტიპების არსებობის დადებითი მხარეა.
მაგრამ ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გენდერული სტერეოტიპი - ეს არის შეხედულება და შეფასება, რომელიც, როგორც წესი, დაფუძნებულია გენდერულ ცრურწმენებზე (წინასწარ შექმნილ უარყოფით აზრზე), და არა რაციონალურ ცოდნაზე. ამასთანავე, ამგვარი სტერეოტიპების უმრავლესობა ტრადიციულ პატრიარქარულ კულტურაში ჩამოყალიბდა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) მთავარ როლს მამაკაცს ანიჭებდა. აქედან მოდის სტერეოტიპები: "ქალი სუსტი არსებაა", "ქალი დიასახლისი უნდა იყოს", "მამაკაცები საუკეთესი ხელმძღვანელები არიან", "მამაკაცი უნდა ფლობდეს ძალაუფლებას" და ა.შ.


თანამედროვეობაში ეს სტერეოტიპები ძალას არ კარგავენ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია "კოლექტიური გამოცდილების" სტერეოტიპებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ პიროვნებას მიეწერება ესა თუ ის თვისება მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენელია. მაგალითად, როდესაც მამაკაცი მეგობრებთან შეხვედრას აპირებს, ხშირად ქალის რეაქცია ასეთია: "რა თქმა უნდა ქალბატონებით გაერთობით თქვენს შეკრებაზე", ეს სხვა არაფერია, თუ არა სტერეოტიპი. ამ დროს, ქალი არ აღიქვამს თავის მამაკაცს, როგორც თავისას, ზუსტად მას როგორც პიროვნებას არ აფასებს, არ აკვირდება სიტუაციას. ამ მომენტში მოქმედებაში მოდის სტერეოტიპი "ყველა მამაკაცი ღალატობს ცოლს". და სადღაა პიროვნების ინდივიდუალური თვისებები?

მეორე მაგალითი, როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ თავის გრძნობებს მხოლოდ საჩუქრების გამოყენებით ამჟღავნებს, ამავე დროს არ თვლის საჭიროდ გაესაუბროს, მოუსმინოს, გაუგოს, გამოვლინოს ზრუნვა, სითბო და ალერსი. ის ფიქრობს, რომ ოქრო და ბრილიანტები ან ცხოველის ბეწვი (ქურქის სახით) - მხოლოდ ესაა ყველაფერი რაც ქალს სჭირდება. ამასთანავე ოჯახში წარმოქმნილ კონფლიქტებსაც ის მატერიალურ დონეზე აგვარებს. ამგვარად ცოლისთვის ნაჩუქარი თითოეული ბეჭედი, სამაჯური ან ძვირფასი თეთრეული აღმოჩნდება მისი "მაპატიე, არ ვიყავი მართალი" ან  "მე შენ მიყვარხარ". სულიერი ღირებულებები იმდენად უფასურდება, რომ ადრე თუ გვიან, თავმოყვარე ქალი დაიღლება ურთიერთობებში სულიერი ნაწილის არარსებობით და გადაუწრვეტელი პრობლემებით, რომლებიც საჩუქრების მიუხედავად, შინაგანად ღრმა კვალს ტოვებენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ მამაკაცი მოექცა სტერეოტიპის "ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ" მოქმედების ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში მამაკაცი არ აღიქვამს თავის მეუღლეს, როგორც ინდივიდს, ვერ ხედავს მის თვისებებს, მოთხოვნილებებს, სურვილებს. ის მას უცხო სახეს არგებს, იქცევა ილუზიური აღქმის თანახმად და მეუღლისგანაც ამ ილუზიისადმი შესატყვისობას მოითხოვს.

ჩვენს ცხოვრებაზე სტერეოტიპების მოქმედების უსასრულოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთი კი ფაქტად რჩება, არ შეიძლება სტერეოტიპებს ცალსახად ვუწოდოთ კარგი ან ცუდი, ბევრია დამოკიდებული თავად ადამიანზე, ჩვენ ხომ ყველაფერს, რასაც ვითვისებთ საზოგადოებისგან, ჩვენი თავის გავლით ვუშვებთ ჩვენში და ვაკეთებთ არჩევანს "მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები" ან "მე მე ვარ და ყველაფერი ჩემებური მაქვს". დამეთანხმებით უცნაურია ისე მოექცე ახლობელ ადამიანს, როგორც ვიღაც უცნობს და ააწყოთ მასთან ურთიერთობა არა ისე, როგორც ამას თავად გააკეთებდით, არამედ უცხო "კოლექტიური გამოცდილების" თანახმად.












No comments:

Post a Comment